საქართველო და თურქმენეთი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმდნენ

© photo: Sputnik / Maxim BlinovAirbus A330
Airbus A330 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ რაც აშხაბადის ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნება, საქართველოსა და თურქმენეთს შორის რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. თურქმენეთის ხელისუფლება  აშხაბადსა და თბილისს შორის  რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას სექტემბრიდან გეგმავს.

აშხაბადში საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.მოლაპარაკებებს „თურქმენეთის ავიახაზების“ (Türkmenhowaýollary) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად საქართველოსა და თურქმენეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ ხორციელდება.

„მოლაპარაკების შედეგად, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას აშხაბადსა და თბილისს შორის რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის დაწყების თაობაზე. თურქმენული მხარე აშხაბადი — თბილისის რეისების შესრულების შესაძლებლობას მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან განიხილავს“,-განაცხადეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში.

თვითმფრინანვი - Sputnik საქართველო
საქართველო სულ უფრო მომხიბლავი ხდება ჩინური ავიაკომპანიებისთვის

შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საავიაციო ხელისუფლებებს შორის, რომლის საფუძველზე, მხარეთა ავიასაწარმოებს უფლება ეძლევათ განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და თურქმენეთის ნებისმიერ დანიშნულების პუნქტს შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. 

აქამდე მოქმედი შეთანხმების თანახმად, საჰაერო მიმოსვლა მხოლოდ ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის იყო შესაძლებელი.

საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხების დროულად მოგვარების მიზნით, საქართველოს უახლოეს მომავალში თურქმენეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ეწვევა.


ყველა ახალი ამბავი
0