საქართველო სულ უფრო მომხიბლავი ხდება ჩინური ავიაკომპანიებისთვის

© photo: Sputnik / Максим Блинов / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინანვი
თვითმფრინანვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჩინურ მხარეს ქვეყნის საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ავიაკომპანია China Southern Airlines ჩინეთიდან საქართველოში ფრენებს ახალ რეისს ამატებს. ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავები 22 სექტემბრიდან რეგულარულად იფრენენ პეკინი–ურუმჩი–თბილისის მიმართულებით, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ეს გადაწყვეტილება ჩინურმა ავიაკომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლები ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანიების: Air China, Hainan Airlines, China Southern Airlines და China Eastern Airlines–ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ჩინური ჰოლდინგი ქუთაისში ავიაკომპანიას ქმნის

შეხვედრაზე მხარეებმა  ავიაციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ რომ ქართული საავიაციო ბაზრის ინტენსიურად ათვისების მიზნით, ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებები მჭიდროდ ითანამშრომლებენ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

ჩინურმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ საქართველოში ჩატარებული საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების აუდიტების მიერ გამოვლენილი შედეგები, რაც ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლის გაზრდას. 

ჩინურ ავიაკომპანიებთან ასევე გაიმართა კონსულტაციები, რა დროსაც სააგენტოს წარმომადგენლებმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციების, ასევე ქვეყანაში მოქმედი ლიბერალური საავიაციო საკანონმდებლო ბაზის შესახებ, რაც ამარტივებს საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყების შესაძლებლობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0