ლიტერატურული პრემია „საბას“ შორტ-ლისტი ცნობილია

© Sputnik / Alexander Imedashviliწიგნის ბაზრობა
წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის საუკეთესო ლიტერატორები პრემია „საბას“ 11 ნომინაციაში გამოვლინდებიან.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თბილისში ლიტერატურული კონკურს „საბას“ ნომინანტების მოკლე სია გამოცხადდა — 300 კონკურსანტიდან ფინალურ ეტაპზე 47 წიგნი შეირჩა.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს  „თიბისი ბანკმა“ და პენ-ცენტრმა დააფუძნეს. პრემიის მიზანია გასული წლის განმავლობაში ლიტერატურული პროცესის შეფასება და საუკეთესო ავტორების გამოვლენა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
რა წიგნებს კითხულობენ ქართველი დეპუტატები

„ამით დასრულდა ჟიურის მუშაობის პირველი, 5-თვიანი ეტაპი. სწორედ ამ 47 ფინალისტიდან გამოვლინდება და დაჯილდოვდებიან წლევანდელი გამარჯვებულები სექტემბერში, „საბას“ რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოებაზე“, — ნათქვამია პრემიის ვებ-გვერდზე.

წელს, საპრემიო ფონდი 52 000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს პრემიის დამფუძნებელი, „თიბისი ბანკი“ გადასცემს.

როგორც შარშან, პრემია „საბა“ შემდეგ ნომინაციებში გაიცემა: წლის საუკეთესო რომანი, წლის საუკეთესო პოეტური კრებული, წლის საუკეთესო პროზაული კრებული, წლის საუკეთესო პიესა, წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი, წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, წლის საუკეთესო ესსე და დოკუმენტური პროზა, უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი, ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი, საუკეთესო ელექტრონული წიგნი, აგრეთვე პრიზი ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

ეკა ტოგონიძე - Sputnik საქართველო
„ავტორთა კითხვის თვე" ქართველ მწერლებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს

ტრადიციისამებრ, პრემია „საბას“ ერთ-ერთ გამარჯვებულს მკითხველი გამოავლენს. კერძოდ, ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი“, ჟიურის ფავორიტთან ერთად, „საბას“ პრიზი და ფულადი პრემია მკითხველის ფავორიტს გადაეცემა.

ივლისიდან „საბას“ ვებ-გვერდზე და Facebook-გვერდზე საზოგადოებას შეუძლია გამარჯვებულის არჩევის პროცესში  ჩაერთოს. ხმის მიცემა ორ თვეს გაგრძელდება.

ორწლიანი პაუზის შემდეგ, წელს „საბა“ კვლავ გაიცემა ნომინაციაში „საუკეთესო პიესა“. როგორც ცნობილია, 2015 და 2016 წლების კონკურსზე, მაშინდელმა ჟიურიმ პიესების არადამაკმაყოფილებელი ხარისხის გამო, პიესის ნომინაციაში პრემია არ გასცა.

ფინალისტების სრული სია, რომლებიც პრემია „საბას“ მოკლე სიაში მოხვდნენ, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ყველა ახალი ამბავი
0