თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გამოირჩევიან არა მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებებით, არამედ საკუთარი გემოვნებით ლიტერატურაში.
ის, თუ რა წიგნი წაიკითხეს ქართველმა დეპუტატებმა ბოლო დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გამოარკვია.
მაგალითად, დეპუტატმა რომან გოცირიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბოლო დროს წაიკითხა ფრანგი მწერლის მიშელ უელბეკის „რუკა და ტერიტორია".
გოცორიძის პარტიულმა თანამებრძოლმა სალომე სამადაშვილმა ცოტა ხნის წინ ამერიკელი ჟურნალისტის, პულიტცერის პრემიის სამგზის ლაურეატის ტომას ფრიდმანის „გმადლობთ, რომ დააგვიანეთ" წაიკითხა.
„ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებისთვის პოპულარულია შემდეგი ლიტერატურული გამოცემები: ზვიად კვაჭანტირაძის ბოლო წაკითხული წიგნი რეზო სტურუას პოეტური სამტომეულია, გია ჟორჟოლიანის — „როგორ გავხადოთ კაპიტალიზმი კარგი", ბექა ნაცვლიშვილის — ენძაბურო ოეს მოთხრობები და ერიხ მარია რემარკის „დასავლეთის ფრონტზე ისევ სიმშვიდეა".
თინათინ ბოკუჩავამ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბოლო დროს წაიკითხა ლარი თაის „ბობი კენედი: ლიბერალური კულტის შექმნა".
გია ვოლსკიმ ("ქართული ოცნება") ხელახლა წაიკითხა გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი" და ასევე წაიკითხა თემურ ჭკუასელის ნაწარმოებების კრებული. ეკა ბესელიამ — „ექვთიმე, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი".
ენძელა მაჭავარიანმა ("ქართული ოცნება") ბოლო დროს წაიკითხა ორი წიგნი: მესის ავტობიოგრაფია და აკაკი წერეთლის მოთხრობა „კუდაბზიკები". მისმა კოლეგა კახა კუჭავამ — მარკუს ავრელიუსის „იმპერატორის ჩანაწერები".
ასევე „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა გუგული მაღრაძემ ცოტა ხნის წინ წაიკითხა მალალა იუსაფზაის „მე ვარ მალალა".
ხათუნა გოგორიშვილმა („ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“) დაასახელა აბო იაშაღაშვილის "როიალ მერი", მისმა კოლეგა ელენე ხოშტარიამ — ჯეინ ჯაკობსის „ანაის ნინ".
„მრეწველების" წარმომადგენელმა სიმონ ნოზაძემ ბოლო ხანს წაიკითხა თეოდორ დოსტოევსკის „იდიოტი" და ორჰან ფამუქის „მოგონებები სტამბულზე".