სააკაშვილმა შეცდომები აღიარა

© AP Photo / Virginia Mayoსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარსულის გადმონაშთს არ წარმოადგენს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა დაშვებული შეცდომები და აღნიშნა, რომ ვინც საქმეს აკეთებს, ყოველთვის უშვებს შეცდომებს.

"ჩვენ („ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“) დავუშვით ბევრი შეცდომა და მე მათ ვაღიარებ, მაგრამ ვინც საქმეს აკეთებს, შეცდომებს ყოველთვის უშვებს", — განაცხადა სააკაშვილმა Rustavi2-თან ინტერვიუში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად იმას ნანობს, რომ ვერ აღადგინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და განათლების სფეროს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა.

„იმისთვის, რომ მე წარსულად გამომაცხადონ, უნდა შექმნან რაღაც ისეთი, რაც განსხვავდება იმისგან, რაც მე დავტოვე. ჩვენ გვინდა დიდი იდეები. სანამ ეს დიდი იდეები არ არის და სანამ ისინი ყველანი ლაპარაკობენ ჩემზე, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ისეთი შევძელი, რასაც ჯერჯერობით ვერავინ ვერ გაწვდა და ვერავინ ვერ გადააჭარბა", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან მან აღიარა, რომ პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში საქართველოს მოსახლეობის სიყვარულით არ სარგებლობდა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის არ ეშინია

„სულ რომ ვარსკვლავები მომეწყვიტა ციდან, ჩემი ვადის ბოლოში ხალხს, რა თქმა უნდა, ისე არ ვეყვარებოდი, როგორც დასაწყისში", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წარმატებას სიმკაცრის გარეშე ვერ მიაღწევდა. „ზოგჯერ სიმკაცრე გამართლებულია", — აღნიშნა სააკაშვილმა.

ექს-პრეზიდენტს უყურადღებოდ არ დაუტოვებია საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მომავალი არჩევნები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ტელეარხ Rustavi2-ის ყოფილი წამყვანი და გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი გახდა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უდუმაშვილის კანდიდატურა აირჩია გუნდმა, მან მის გადაწყვეტილებას მხოლოდ მხარი დაუჭირა.

„არ ეშლება სიტყვა-პასუხი და პოლიტიკაში სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს და, რა თქმა უნდა, მის უკან დგას უზარმაზარი ინსტიტუციური გამოცდილება. უდუმაშვილს მთელ ჩემ გამოცდილებას გავუზიარებ", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი პოროშენკოს სააკაშვილის ექსტრადირებას არ მოსთხოვს

ექს-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებს.

„ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ სიტუაციიდან ყველანი გამოვიდეთ. მე ხელი არ ჩამიქნევია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა საქართველო დაუბრუნდეს მის მოქალაქეებს და მის მომავალ თაობებს", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უცხოეთში გატარებული წლების განმავლობაში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი სარგებლობისთვის სახელმწოფო სახსრებიდან 5 მილიონი დოლარის გაფლანგვის ჩათვლით.

ყველა ახალი ამბავი
0