ვინ წარადგენს საქართველოს „სლავიანსკი ბაზარზე" ვიტებსკში

© Sputnik/Виктор Толочко"Славянский базар"
Славянский базар - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი „სლავიანსკი ბაზარ ვ ვიტებსკე" 13-17 ივლისს გაიმართება.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ხელოვნების 26-ე საერთაშორისო ფესტივალზე „სლავიანსკი ბაზარ ვ ვიტებსკე" საქართველოს ორი შემსრულებელი წარმოადგენს — 19 წლის ქეთი წვერავა და 8 წლის ელენე.

ფესტივალი ახალგაზრდა შემსრულებლებს შესაძლებლობას აძლევს თავი გააცნონ ათი ათასობით მაყურებელს. კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლების მხარდაჭერა, მუსიკალური კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია.

ქეთი წვერავამ მუსიკალური ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა. მოსკოვში სკოლაში სწავლისას კონცერტებსა და კონკურსებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და არაერთხელ გახდა საპრიზო ადგილის მფლობელი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვოკალში მეცადინეობა პროფესიონალურად დაიწყო.

2015 წლიდან ქეთი ვოკალური ჯგუფის სოლისტია, რომელიც ბლუზის და როკის სტილის მუსიკას ასრულებს. 2016 წელს მეორე საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე „XXI საუკუნის ბავშვები" პირველი ადგილი დაიკავა. 2017 წელს მონაწილეობდა ქართულ მუსიკალურ პროექტში „Х-ფაქტორი".

ბელარუსის ელჩი: საქართველო სულ უფრო იზიდავს ბელარუს ტურისტებს - Sputnik საქართველო
ბელარუსის ელჩი: საქართველო სულ უფრო იზიდავს ბელორუს ტურისტებს

ქეთი საქართველოს წარმოადგენს საესტრადო სიმღერის 26-ე საერთაშორისო ფესტივალზე „ვიტებსკ — 2017". მასთან ერთად კონკურსში მონაწილეობენ რუსეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ბელარუსის, სომხეთის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, კოლუმბიის, მაკედონიის, მალტის, მექსიკის, ჰოლანდიის, მოლდოვას, პოლონეთის, სერბეთის, ხორვატიისა და უკრაინის წარმომადგენლები.

ელენე — თბილისში ცხოვრობს, სწავლობს მესამე კლასში. მუსიკით და ვოკალით ადრეული ასაკიდან არის გატაცებული. ბოლო ორი წელი ვოკალში პედაგოგ ლიკა რამიშვილთან მეცადინეობს. იღებს აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტზე, სადღესასწაულო და საქველმოქმედო ღონისძიებებში. სასცენო საქმიანობის გამოცდილება გააჩნია. რამდენჯერმე წარდგა როგორც მსახიობი და მომღერალი ეროვნული და კლასიკური რეპერტუარის სპექტაკლებსა და მიუზიკლებში.

© FB / Qeta Tsveravaქეთა წვერავა
Грузинская певица Кета Цверава - Sputnik საქართველო
ქეთა წვერავა

ელენე წარმოადგენს საქართველოს საიუბილეო, მე-15 საერთაშორისო საბავშვო მუსიკალურ კონკურსზე „ვიტებსკ-2017", რომელიც „სლავიანსკი ბაზარ ვ ვიტებსკეს" ფარგლებში იმართება.

ელენესთან ერთად ამ კონკურსში მონაწილეობენ რუსეთის, ბელარუსის, ბულგარეთის, ბოსნია–ჰერცეგოვინას, სომხეთის, საბერძნეთის, ისრაელის, იტალიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, კუბის, ლატვიის, ლიტვის, მალტას, მაკედონიის, მოლდოვას, აშშ-ის, უკრაინის, ფინეთისა და ესტონეთის ახალგაზრდა ვოკალისტები.

გელა გურალია - Sputnik საქართველო
საქართველოში გელა გურალიას პირველი კონცერტი გაიმართება

14 ივლისს საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაში „ფესტივალი საზღვრების გარეშე" ვიტებსკის ფილარმონიის სცენაზე ქართული ვოკალური ჯგუფი „ალილო" გამოვა.

ფესტივალის სცენაზე ელოდებიან გრიგორი ლეპსს, სტას მიხაილოვს, ვალერი მელაძეს, ეგორ კრიდს, ჯგუფებს „სპლინ" და „რუკი ვერხ". სულ ფესტივალზე 37 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგება.

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა მოედანზე ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით უამრავი კონცერტი, შემოქმედებითი საღამო, თეატრალური შეხვედრა, სპექტაკლი, გამოფენა, იუმორისტული შოუ ჩატარდება. ფესტივალის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.

ყველა ახალი ამბავი
0