ბექა ღარიბაშვილი: სტიქიის დროს შატილიდან 90 ადამიანი გამოვიყვანეთ

გამოწერა
ბოლო დღეებია საქართველოში სტიქიას ებრძვიან. გადაუღებელმა წვიმებმა დიდი ზიანი მიაყენა დუშეთის რაიონს, დაზიანებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარე სამყაროს მოწყვეტილია შატილის თემი. ჯერ უცნობია ზარალის ოდენობა. სტიქიის შესახებ "Sputnik–საქართველოს" დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბექა ღარიბაშვილი ესაუბრა.

— დუშეთის რაიონს სერიოზული ზიანი მიადგა, სხვადასხვა თემებში დაზიანებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ძირითადად ეს არის გზები და ხიდები. მოსახლეობას დაეტბორა საკარმიდამო ნაკვეთის უმნიშვნელო ნაწილი. მოსაწყობია ნაპირსამაგრი ჯებირები, გზები, ხიდები. რთული სამუშაოებია ჩასატარებელი, რათა მოსახლეობამ შეძლოს გადაადგილება და გარე სამყაროს არ იყოს მოწყვეტილი. ამისთვის ჩვენ შესაბამისი ტექნიკა უკვე გაგზავნილი გვყავს. დღეს გვქონდა თათბირი ამის შესახებ. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები კოორდინირებულად მუშაობენ. რაც შეხება ზარალს, რომელსაც პირველადი სამუშაოებით ვერ აღმოვფხვრით, ამისთვის ჩვენ ვამზადებთ შესაბამის დოკუმენტაციას და მივმართავთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შესაბამისად, მთავრობას, რათა აღნიშნული თანხები გამოგვიყონ. ჩვენი ბიუჯეტით ამას ვერ შევძლებთ.

– ამ ეტაპზე რომელიმე სოფლებია მოწყვეტილი გარე სამყაროს?

სამაშველო ვერტმფრენის ოპერაცია სამეგრელოში ორი ადამიანის გადასარჩენად - Sputnik საქართველო
მაშველებმა უამინდობის გამო შატილში ჩარჩენილი მოსწავლეები ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

— გარე სამყაროს მოწყვეტილია შატილის თემი. იქ მისვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შაბათ დღეს საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან ერთად საკმაოდ კარგად ვიმუშავეთ. შესრულდა ოთხი ფრენა. ტურისტებიც იყვნენ ჩარჩენილი და საერთო ჯამში სტიქიის ზონიდან 90 ადამიანი გამოვიყვანეთ. იქ ერთადერთი გზა იყო და ეს გზა აღარ არსებობს, ახლა მდინარე მოდის. ამ გზას აკეთებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. როგორც გვეუბნებიან, გზის აღდგენას დაახლოებით 2-3 კვირა დასჭირდება. ფაქტობრივად, ახალი გზა არის გასაკეთებელი.

– სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად სპეციალური შტაბებია შექმნილი?

— რა თქმა უნდა, ადგილზე შექმნილია სპეციალური კომისია. დღეს კომისიის სხდომაც გვქონდა. მივეცით დავალებები, ასევე მივიღეთ დავალებები. ჩვენმა სპეციალისტებმა ოთხი დღის განმავლობაში იმუშავეს. აბსოლუტურად ყველა ადგილი მოინახულეს, აიღეს მონაცემები. ახლა ამ მონაცემების დამუშავება და პროექტირება ხდება, რათა დავადგინოთ თანხა და მოვითხოვოთ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება.

წყალდიდობა რაჭაში - Sputnik საქართველო
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

– ანუ ზარალი ბოლომდე არ არის დათვლილი?

— ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს. დაახლოებით 100 წვრილი და მსხვილი ობიექტია დაზიანებული. სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძელზე უკვე ხდება ზარალის დათვლა, დაანგარიშება და პროექტის გაკეთება.

– როგორ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები?

— საბედნიეროდ, აღარ წვიმს. გუდამაყარში გუშინაც წვიმდა და მეტად დააზიანა რაიონი. დღეს უკვე აღარ წვიმს, მაგრამ ღამე რა იქნება, ვერ გეტყვით. სადაც შესაძლებელი იყო, იქ უკვე დავიწყეთ პირველადი სამუშაოები. ვაგზავნით ტექნიკას სახვადასხვა ადგილებში, რათა პირველად დონეზე მოვაწესრიგოთ დაზიანებული ადგილები. რაც შეხება ხიდების და გზების ახლიდან გაყვანას, სამწუხაროდ, პირველადი სამუშაოებით ვერ შევძლებთ, ამიტომ ვაკეთებს მის პროექტირებას, რომ მოვიძიოთ თანხა მთავრობაში.

ყველა ახალი ამბავი
0