ონის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

გამოწერა
დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საბავშვო ბაღისა და პარკის მიმდებარე ტერიტორია, საცხოვრებელი ეზოების ნაწილი, გარე სამყაროს მოწყვეტილია სოფელი ღები.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ონის რაიონს გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შეუქმნა – უხვი ნალექის გამო ადიდებული მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

სამაშველო ვერტმფრენის ოპერაცია სამეგრელოში ორი ადამიანის გადასარჩენად - Sputnik საქართველო
მაშველებმა უამინდობის გამო შატილში ჩარჩენილი მოსწავლეები ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

ონის რაიონში განსაკუთრებით დაზარალდა მდინარის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორია. გარე სამყაროს მოწყვეტილია სოფელი ღები. ადიდებულმა მდინარემ სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა და ხიდები წაიღო.

დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საბავშვო ბაღისა და პარკის მიმდებარე ტერიტორია, საცხოვრებელი ეზოების ნაწილი.

„სტიქიამ დააზარალა სოფელი ღები და ღების უბნები, ასევე ქალაქი ონი. სხვადასხვა მასშტაბებით დაზარალდა ონის სხვა სოფლებიც. დაიტბორა რამდენიმე სახლი. შექმნილია სპეციალური შტაბები და კომისია. ჯერ ზარალი ბოლომდე არ არის დათვლილი და, შესაბამისად, ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია", — განუცხადა „Sputnik–საქართველოს" ონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ლობჯანიძემ.

გამგებლის ინფორმაციით, წვიმამ უკვე გადაიღო, დაიწია მდინარის დონემაც და დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები. ზარალის ზუსტი რაოდენობა სულ მალე გახდება ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0