ტურისტულ სეზონზე აჭარის სანაპიროებს ხუთ ბალიანი ქარიშალი დაატყდა თავს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოლენტა, თუ რა მდგომარეობაა ახლა ბათუმში.
ზაფხულის შუა პერიოდში ბათუმში და აჭარის მთელ სანაპიროზე კოკისპირულად იწვიმა და ძლიერი ქარი ამოვარდა. ქარიშხლის სიმძლავრემ ხუთ ბალს მიაღწია. ამ დროისათვის ქარიშხალი უკვე ჩადგა, სანაპირო იწმინდება და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
პარასკევს ბათუმის ქუჩები ცარიელი იყო. ზღვაში შესვლა უკვე ნებადართულია, თუმცა სანაპიროზე თითქმის არავინაა — ბათუმში კვლავ მოსალოდნელია წვიმები, ჰაერის ტემპერატურა დაეცა.
© Sputnik / Seyran Baroyanკატერები და იახტები ბათუმის პორტში ზღვის ღელვის დროს - პირსზე არავინაა, ზღვაში გასერინების სურვილი ასეთ ამინდში არავის აქვს
კატერები და იახტები ბათუმის პორტში ზღვის ღელვის დროს - პირსზე არავინაა, ზღვაში გასერინების სურვილი ასეთ ამინდში არავის აქვს
© Sputnik / Seyran Baroyanცარიელია ბულვარიც - სულ რამდენიმე ტურისტი შეინიშნება ალის და ნინოს ძეგლთან
ცარიელია ბულვარიც - სულ რამდენიმე ტურისტი შეინიშნება ალის და ნინოს ძეგლთან
© Sputnik / Seyran Baroyanმიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალი ჩადგა, ზღვაში არავინ შედის - ზღვა ჯერ კიდევ ღელავს
მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალი ჩადგა, ზღვაში არავინ შედის - ზღვა ჯერ კიდევ ღელავს
© Sputnik / Seyran Baroyanტურისტების ჯგუფი ზღვასთან სეირნობს
ტურისტების ჯგუფი ზღვასთან სეირნობს
© Sputnik / Seyran Baroyanტალღებს სურათებს უღებენ, თუმცა წყალში შესვლას არავინ აპირებს
ტალღებს სურათებს უღებენ, თუმცა წყალში შესვლას არავინ აპირებს
© Sputnik / Seyran Baroyanქარიშხალმა ბათუმის სანაპირო დააბინძურა, ამ დროისათვის გრძელდება ზღვის ნაპირის დასუფთავება
ქარიშხალმა ბათუმის სანაპირო დააბინძურა, ამ დროისათვის გრძელდება ზღვის ნაპირის დასუფთავება
© Sputnik / Seyran Baroyanასე გამოიყურება სანაპიროს ნაწილი ქარიშხლის შემდეგ
ასე გამოიყურება სანაპიროს ნაწილი ქარიშხლის შემდეგ
© Sputnik / Seyran Baroyanუჩვეულოდ ცარიელი ბულვარი შუადღეს
უჩვეულოდ ცარიელი ბულვარი შუადღეს
© photo: Sputnik / Stringerცარიელი კაფე ბათუმის სანაპიროზე
9/14
© photo: Sputnik / Stringer
ცარიელი კაფე ბათუმის სანაპიროზე
© Sputnik / Seyran Baroyanიშვიათად, მაგრამ ბულვარში მაინც შეხვდებით მოსეირნე ხალხს
იშვიათად, მაგრამ ბულვარში მაინც შეხვდებით მოსეირნე ხალხს
© Sputnik / Seyran Baroyanდამსვენებელთა უმეტესობა უამინდობის დასრულებას კაფეებსა და რესტორნებში ელოდება, ნაწილი კი მაღაზიებში მიდის საყიდლებზე
დამსვენებელთა უმეტესობა უამინდობის დასრულებას კაფეებსა და რესტორნებში ელოდება, ნაწილი კი მაღაზიებში მიდის საყიდლებზე
© Sputnik / Seyran Baroyanროგორც წესი, ველოსიპედებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ პარკინგზე ველოსიპედი არ არის ხოლმე. მაგრამ ახლა ველოსიპედით სეირნობის დრო არ არის
როგორც წესი, ველოსიპედებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ პარკინგზე ველოსიპედი არ არის ხოლმე. მაგრამ ახლა ველოსიპედით სეირნობის დრო არ არის
© Sputnik / Seyran Baroyanსიცარიელეა ანბანის კოშკთანაც. ქალაქის ეს ღირსშესანიშნაობა 130 მეტრის სიმაღლისაა, ის ბათუმის ცენტრშია განთავსებული, ბულვართან ახლოს
სიცარიელეა ანბანის კოშკთანაც. ქალაქის ეს ღირსშესანიშნაობა 130 მეტრის სიმაღლისაა, ის ბათუმის ცენტრშია განთავსებული, ბულვართან ახლოს
© Sputnik / Seyran Baroyanმზიანი ამინდები ბათუმში ორშაბათიდანაა მოსალოდნელი. შაბათ-კვირას სინოპტიკოსები კვლავ წვიმას ელიან
მზიანი ამინდები ბათუმში ორშაბათიდანაა მოსალოდნელი. შაბათ-კვირას სინოპტიკოსები კვლავ წვიმას ელიან