ქარიშხლის შემდეგ ბათუმის სანაპიროსა და ბულვარს აწესრიგებენ. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება ქალაქი უამინდობის შემდეგ.
ქარიშხალი ზღვაზე, კოკისპირული წვიმა და ძლიერი ქარი დაატყდა თავს ბათუმს და აჭარის სანაპიროს. ამ დროისათვის ქარიშხალი უკვე ჩადგა, სანაპიროს ასუფთავებენ, მიმდინარეობს სანაპირო ზოლების აღდგენითი სამუშაოები. ზღვაში შესვლა უკვე ნებადართულია, მაგრამ სანაპიროზე ხალხი თითქმის არ არის — ბათუმში კვლავ წვიმას ელიან, ჰაერის ტემპერატურამ იკლო.