ტურისტულ სეზონზე აჭარის სანაპიროებს ხუთ ბალიანი ქარიშალი დაატყდა თავს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოლენტა, თუ რა მდგომარეობაა ახლა ბათუმში.
ზაფხულის შუა პერიოდში ბათუმში და აჭარის მთელ სანაპიროზე კოკისპირულად იწვიმა და ძლიერი ქარი ამოვარდა. ქარიშხლის სიმძლავრემ ხუთ ბალს მიაღწია. ამ დროისათვის ქარიშხალი უკვე ჩადგა, სანაპირო იწმინდება და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
პარასკევს ბათუმის ქუჩები ცარიელი იყო. ზღვაში შესვლა უკვე ნებადართულია, თუმცა სანაპიროზე თითქმის არავინაა — ბათუმში კვლავ მოსალოდნელია წვიმები, ჰაერის ტემპერატურა დაეცა.

კატერები და იახტები ბათუმის პორტში ზღვის ღელვის დროს - პირსზე არავინაა, ზღვაში გასერინების სურვილი ასეთ ამინდში არავის აქვს

ცარიელია ბულვარიც - სულ რამდენიმე ტურისტი შეინიშნება ალის და ნინოს ძეგლთან

მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალი ჩადგა, ზღვაში არავინ შედის - ზღვა ჯერ კიდევ ღელავს

ტურისტების ჯგუფი ზღვასთან სეირნობს

ტალღებს სურათებს უღებენ, თუმცა წყალში შესვლას არავინ აპირებს

ქარიშხალმა ბათუმის სანაპირო დააბინძურა, ამ დროისათვის გრძელდება ზღვის ნაპირის დასუფთავება

ასე გამოიყურება სანაპიროს ნაწილი ქარიშხლის შემდეგ

უჩვეულოდ ცარიელი ბულვარი შუადღეს

9/14
© photo: Sputnik / Stringer
ცარიელი კაფე ბათუმის სანაპიროზე

იშვიათად, მაგრამ ბულვარში მაინც შეხვდებით მოსეირნე ხალხს

დამსვენებელთა უმეტესობა უამინდობის დასრულებას კაფეებსა და რესტორნებში ელოდება, ნაწილი კი მაღაზიებში მიდის საყიდლებზე

როგორც წესი, ველოსიპედებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ პარკინგზე ველოსიპედი არ არის ხოლმე. მაგრამ ახლა ველოსიპედით სეირნობის დრო არ არის

სიცარიელეა ანბანის კოშკთანაც. ქალაქის ეს ღირსშესანიშნაობა 130 მეტრის სიმაღლისაა, ის ბათუმის ცენტრშია განთავსებული, ბულვართან ახლოს

მზიანი ამინდები ბათუმში ორშაბათიდანაა მოსალოდნელი. შაბათ-კვირას სინოპტიკოსები კვლავ წვიმას ელიან
