წერილი ციხიდან: ქართველმა მოკრივემ ქომაგებს მადლობა გადაუხადა

© Facebook / Avtandil Khurtsidzeავთანდილ ხურციძე
ავთანდილ ხურციძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოკრივე ავთანდილ ხურციძე დამნაშავეთა სამყაროს წევრობის ბრალდებით აშშ-ში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ქართველმა მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, რომელიც აშშ-ში ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან შეთქმულების ბრალდებით არის დაკავებული, წერილში ქომაგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ხურციძე იმ 33 ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ნიუ–იორკის პროკურატურამ დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდება წაუყენა. სულ ამ საქმეზე 15 ქართველი დააკავეს. ისინი რუსეთის "კანონიერ ქურდთან" რაჟდენ შულაიასთან კავშირში არიან მხილებული. ხურციძესთან ერთად ნიუ-იორკის პოლიციამ დააკავა კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში სასმართლომ გირაოთი გაათავისუფლა.

ავთანდილ ხურციძე - Sputnik საქართველო
ავთანდილ ხურციძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს

„მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს, რომლებიც იმყოფებიან თურქეთში, უკრაინაში, ამერიკაში. მე ბედნიერი ვარ, ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემს მიმართ. არავის ვუსურვებდი აქ ჩაჯდომას, არც საკუთარ თავს, მაგრამ მგონი ღირდა იმის ფასად რომ გამეგო ამხელა სიყვარული და სითბო. ალბათ აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ", — წერს ხურციძე წერილში, რომელიც მისმა მეგობარმა მერაბ დვალიშვილმა Facebook-ზე გაავრცელა.

ხურციძის თქმით, მასთან ერთად საპატიმროში მყოფი 100 პატიმარი მისგან მაგალითს იღებს და კრივში ვარჯიშობს.

WBO International-ის ვერსიით, ხურციძე მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი იყო. 8 ივლისს ხურციძე ბრიტანელ მოკრივე ბილი ჯო სონდერსს ლონდონში უნდა შეხვედროდა და WBO International-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ებრძოლა, თუმცა, შეჯიბრება გაუქმდა. კრივის მსოფლიო ორგანიზაციამ (WBO) ქართველ სპორტსმენს მსოფლიოს დროებითი ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.

ავთანდილ ხურციძე აშშ-ში გამგზავრებამდე - Sputnik საქართველო
ქართველმა მოკრივემ ხურციძემ აშშ-ში თავის დაკავებას გაუგებრობა უწოდა

როგორც გამოძიება ამტკიცებს, ე.წ. კანონიერმა ქურდმა შულაიამ აშშ-ში ბრაიტონ-ბიჩიდან ლას-ვეგასამდე შექმნა მსხვილი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც დაკავებული იყო ქრთამების მიცემით, აზარტული თამაშებითა და დაქირავებული მკვლელობებით. გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ მოაწყო პოკერის სათამაშო არალეგალური კლუბები ნიუ-იორკის ბრაიტონ-ბიჩის რაიონში, სადაც საბჭოთა კავშირიდან გამოსული ემიგრანტები ცხოვრობენ. ამავე დროს გადახდისუუნარო მოთამაშეებს შულაიას დაჯგუფებაში ითრევდნენ.

დამნაშავეები შეეცადნენ ატლანტიკ-სიტისა და ფილადელფიაში სამორინეების სისტემები გაეტეხათ, რათა სლოტ-მანქანები დაეპროგრამებინათ. ჯგუფი ასევე შეეცადა ღამის კლუბის გახსნას და იქ ნარკოტიკების გაყიდვის ორგანიზებას. ჯგუფის წევრები სხვადასხვა კომპანიების ტვირთებს იტაცებდნენ, კერძოდ, დადგენილია 5 ტონამდე შოკოლადის ნაწარმის პარტიის გატაცების ფაქტი.

გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფების წევრებს ყალბი დოკუმენტები ჰქონდათ და ისინი სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მოსყიდვას ცდილობდნენ.

დაკავებულებს ბრალი წაყენებული აქვთ სხვადასხვა მუხლებით – შეთქმულება შეკვეთილი მკვლელობის მიზნით, გამოძალვა, თაღლითობა, გატაცება.

ყველა ახალი ამბავი
0