საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი უდუმაშვილის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს

© FB / Gregory Vashadzeგრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელი საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრი გახდა.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციური პარტია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო სტაბს უხელმძღვანელებს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის მოადგილე და ჟურნალისტმა ზაალ უდუმაშვილმა, „ნაცმოძრაობის“ ლიდერთან,  საქართველოს  მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ, გადაწყვეტილება მიიღო თბილისის მერის არჩევნებში პარტიის კანდიდატი გახდეს. არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.

ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
ელისაშვილი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

„მსურს წარმოგიდგინოთ ჩემი შტაბის ხელმძღვანელი და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მისგან თანხმობა მივიღე.  ეს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძეა“, — განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა თავისი საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე.

„ვაშაძემ აღნიშნა, რომ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბი ასევე იქნება მთავარი შტაბი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვისაც.

„შტაბი თბილისში დილის 08:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს და აქ იქნებიან ხალხი, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე იმუშავებენ. თუ ჩვენ  მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მოგვიწევს, ჩვენ ამისტვისაც მზად ვართ“, — ხაზგასმით აღნიშნა ვაშაძემ.

ადრე ვაშაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.  აქვს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.  ასევე ის იყო თავისი მეუღლის, ცნობილი ქართველი ბალერინა ნინო ანანიაშვილის იმპრესარიო. 2008 წლის თებერვალ-ნოემბრის პერიოდში ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ამავე წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, 2008-2012 წლებში  — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გრიგოლ ვაშაძე რამდენიმე წელი პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრა და მხოლოდ 2017 წლის იანვარში გამოჩნდა, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის ყრილობაზე მხარი დაუჭირა და პოლიტიკური საბჭოს წევრი გახდა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოს 35 მილიონი ლარი დაუჯდება

საქართველოში თბილისის მერისა და სხვა ქალაქების მერების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  არჩევნები 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.

თბილისის მერის პოსტისთვის უდუმაშვილთან ერთად იბრძოლებენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი მმართველი პარტია „ქართული ოცნება —დემოკრატიული საქართველოდან“ კახა კალაძე, დეპუტატი ელენე ხოშტარია პარტიიდან „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

ჯერჯერობით, თბილისის საკრებულოს დეპუტატობისა და სხვა ქალაქების მერობის კანდიდატები არცერთ პარტიას არ წარმოუდგენია.

კანდიდატების ოფიციალური რეგისტრაცია არჩევნების დღის გამოცხადებისა და საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ, არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში მოხდება.

ყველა ახალი ამბავი
0