ელისაშვილი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

გამოწერა
თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მერის არჩევნებში თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება – კენჭი იყაროს თბილისის მერის პოსტზე ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე.

თბილისის მერობის კანდიდატად ელისაშვილის ოფიციალური წარდგენა 11 ივლისს გაიმართება. თავის მომავალი გეგმების შესახებ ოპოზიციონერი გუდიაშვილის მოედანზე ისაუბრებს.

„ოქტომბერში გამოჩნდება ყველაფერი. თუმცა, რომ არ ვიყო დარწმუნებული საკუთარ გამარჯვებასა და შესაძლებლობებში, გასართობად ჩემ კანდიდატურას არ დავაყენებდი", — განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებს.

ელისაშვილი, რომელიც მოქმედი ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით არის ცნობილი, თბილისში დაიბადა. სპეციალობით პოლიტოლოგია. 1996 წლიდან კორესპონდენტად და წამყვანად მუშაობდა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
თბილისის მერის მძიმე არჩევანი

2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აპრილამდე ელისაშვილი მსჯავრდებულთა შეწყალების სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობდა. 2014 წლის ოქტომბრიდან თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებით, მოქმედი მერის, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წევრის დავით ნარმანიას მუშაობას თბილისელები ნეგატიურად აფასებენ.

ამჯერად მმართველი პარტიიდან თბილისის მერის პოსტზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იბრძოლებს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ კალაძე უალტერნატივო კანდიდატურაა.

გარდა ამისა, მერის პოსტისთვის იბრძოლებენ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი წამყვანი და გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") და დეპუტატი ელენე ხოშტარია ("ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის").

ყველა ახალი ამბავი
0