ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ცხედრები მეზობლებმა აღმოაჩინეს. მათ შეამტვრიეს ბინის კარი, საიდანაც ქვედა სართული იტბორებოდა.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად დაიღუპა. ისინი ჩუბინაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".

წინასწარი მონაცემებით, აირის გაჟონვის მიზეზი გაუმართავი წყლის გამაცხელებელი გახდა.

112 - Sputnik საქართველო
სოფელ შინდისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ერთ-ერთმა მეზობელმა, რომელიც მათ ქვემოთ ცხოვრობს, განგაში ატეხა მას შემდეგ, რაც მის ბინაში წყალი ჩამოვიდა. მეზობლები უშედეგოდ ცდილობდნენ მათთვის ხმის მიწვდენას. შემდეგ კი იძულებული გახდნენ კარი შეემტვრიათ, ბინაში კი გარდაცვლილი ცოლ-ქმარი დახვდათ.

მამაკაცის ცხედარი აბაზანაში, ქალის კი საძინებელში იპოვეს.

ადგილზე მუშაობას განაგრძობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ცხედრები უკვე პროზექტურაში გადაასვენეს.

ყველა ახალი ამბავი
0