თბილისი, 21 მაისი – Sputnik. გორის რაიონის სოფელ შინდისში 37 წლის ქალბატონი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი ოჯახის წევრებმა ნახეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა გაჟონვა, შესაძლოა, წყლის გამაცხელებლის გაუმართავმა მუშაობამ გამოიწვია. დაღუპულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.