სავარაუდოდ გაზის გაჟონვით თბილისში ქალბატონი გარდაიცვალა

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევა თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში, ერთ ერთ პურის საცხობში მოხდა. პოლიცია საქმეს სსკ -115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს თბილისში, 15 თებერვალს გვიან ღამით, გლდანის მესამე მიკრო რაიონში.იტყობინება ტელეკომპანია "რუსთავი 2". სავარაუდოდ გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

შემთხვევა პურის საცხობში მოხდა, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ყველა ახალი ამბავი
0