საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

© courtesy of NAEC Georgiaსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
41,5 ათასი აბიტურიენტიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის უფლება დაახლოებით 39 ათასს მისცეს.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რომელშიც დაახლოებით 39 ათასი აბიტურიენტი მონაწილეობს, განუცხადა გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 22 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. პირველი ნაკადის გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო.

იმისთვის, რომ აბიტურიენტი სტუდენტი გახდეს, აუცილებელია სამი სავალდებულო საგნის — ზოგადი უნარების, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენისა და კიდევ ერთი არჩეული საგნის ჩაბარება.

საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
მაგისტრატურაში ჩასაბარებელი გამოცდების განრიგი

„აბიტურიენტები აბარებენ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 41,5 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, თუმცა, გარკვეული რაოდენობა აბიტურიენტებისა გამოაკლდა პროცესს იმის გამო, რომ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ერთ-ერთ საგანში მაინც ვერ გადალახეს მინიმალური ბარიერი. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 39 ათასამდე აბიტურიენტი იღებს ამ პროცესში მონაწილეობას", — განაცხადა მიმინოშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აბიტურიენტებს გამოცდებზე წარმატებები უსურვა.

„მთელი გულით გისურვებთ, რომ წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები და ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ იმ ცოდნის გაღრმავება, რასაც სკოლებში ეუფლებოდით. მჯერა, რომ წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე და საინტერესო ცხოვრება გელით", — დაწერა მარგველაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

გუშინ აბიტურიენტები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დალოცა.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა

ცხრილის მიხედვით, 3-4 ივლისს ჩატარდება გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 6-7 ივლისს — ზოგად უნარებში, 10-11 ივლისს კი უცხო ენაში (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული ენები).

აბიტურიენტები 12 ივლისს გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ, 13 ივლისს გამოცდა მათემატიკაში ჩატარდება, 14 ივლისს — ლიტერატურაში, 17 ივლისს — ისტორიაში, 18 ივლისს — ბიოლოგიაში, 19 ივლისს — ქიმიაში, 25 ივლისს — სამოქალაქო განათლებაში, 26 ივლისს — ფიზიკაში, 26 ივლისს — სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.

იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა წარმატებით უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო საგანი: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და კიდევ ერთი გამოცდა — შერჩევით.

გამოცდები ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. აბიტურიენტები კითხვებს ელექტრონული სახით მიიღებენ, ხოლო პასუხებს წერილობით გასცემენ.

საქართველოს განათლების სამინისტრომ ეს სიახლე 2016 წელს დანერგა, რათა ტესტების ბუკლეტები საზღვარგარეთ არ დაბეჭდილიყო, რამდენადაც ეს მთავრობას ძვირი უჯდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება.

© Sputnik / Maria Tsimintia ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი
 ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი - Sputnik საქართველო
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი
ყველა ახალი ამბავი
0