ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა

© REUTERS / David Mdzinarishviliილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე 41 200-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2 ივლისს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების შემდეგ აბიტურიენტები დალოცა, იუწყება ტელეარხი Imedi.

„თქვენ აირჩიეთ დარგი, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის და სამშობლოსთვის. ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობით ჩააბაროთ და დაასრულოთ უნივერსიტეტი“,- მიმართა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ აბიტურიენტებსა პატრიარქმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე 41 200-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

ცხრილის მიხედვით, 3-4 ივლისს ჩატარდება გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 6-7 ივლისს — ზოგად უნარებში, 10-11 ივლისს კი უცხო ენაში (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული ენები).

აბიტურიენტები 12 ივლისს გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ, 13 ივლისს გამოცდა მათემატიკაში ჩატარდება, 14 ივლისს — ლიტერატურაში, 17 ივლისს — ისტორიაში, 18 ივლისს — ბიოლოგიაში, 19 ივლისს — ქიმიაში, 25 ივლისს — სამოქალაქო განათლებაში, 26 ივლისს — ფიზიკაში, 26 ივლისს — სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა წარმატებით უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო საგანი: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და კიდევ ერთი გამოცდა — შერჩევით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება.

© Sputnik / Maria Tsimintia ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი
 ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი - Sputnik საქართველო
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი
ყველა ახალი ამბავი
0