ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

© courtesy of NAEC Georgiaერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 3 ივლისს დაიწყება, პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება, განაცხადა გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულია 41,2 ათასი აბიტურიენტი. უფრო ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წელს საქართველოში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. გამოცდები ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. აბიტურიენტები კითხვებს ელექტრონული სახით მიიღებენ, ხოლო პასუხებს წერილობით გასცემენ.

საქართველოს განათლების სამინისტრომ ეს სიახლე 2016 წელს დანერგა, რათა ტესტების ბუკლეტები საზღვარგარეთ არ დაბეჭდილიყო, რამდენადაც ეს მთავრობას ძვირი უჯდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება. გამოცდების ზუსტი განრიგი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა წარმატებით უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო საგანი: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და კიდევ ერთი გამოცდა — შერჩევით.

2016 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 38,5 ათასი აბიტურიენტი მონაწილეობდა.

© Sputnik / Maria Tsimintiaერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქცევის წესები
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქცევის წესები - Sputnik საქართველო
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქცევის წესები
ყველა ახალი ამბავი
0