ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის 41 ათას 200 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, განაცხადეს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის პრეს–სამსახურში.

რეგისტრაცია ცენტრის ვებ–გვერდზე 23 თებერვლიდან 31 მარტამდე მიმდინარეობდა.

ეს იყო რეგისტრაციის პირველი ეტაპი: უმაღლესი განათლების მიღების მსურველებმა შეავსეს სპეციალური ფორმები და აღნიშნეს ფაკულტეტები და ქალაქები, სადაც ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 31 მარტიდანვე დაიწყო და 20 მაისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, არჩეული ფაკულტეტების შეცვლის საშუალება ეძლევათ.

ქუთაისი - Sputnik საქართველო
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი 2019 წელს გაიხსნება

რეგისტრაციის მესამე ეტაპი 20 მაისიდან დაიწყება და აგვისტოს დასაწყისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში აბიტურიენტები არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლას შეძლებენ.

იმისთვის, რომ აბიტურიენტი სტუდენტი გახდეს, აუცილებელია სამი სავალდებულო საგნის წარმატებით ჩაბარება. ეს საგნებია: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა; ასევე მან კიდევ ერთი საგანი უნდა ჩააბაროს, რომელსაც თვითონ აირჩევს.

2016 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 38,5 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა.

ყველა ახალი ამბავი
0