თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა გამოცდების განრიგი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის.
ნებისმიერ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის სტუდენტებმა საერთო სამაგისტრო გამოცდა უნდა ჩააბარონ.
როგორც სხვა წლებში, ამჟამადაც სტუდენტებს ასარჩევად შესთავაზებენ სამ სხვადასხვა ტესტს. თითოეული ტესტი შედგება ოთხი ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერილი, ლოგიკური აზროვნება და რაოდენობრივი მსჯელობა.
გამოცდები 20, 21, 24, 25, 26 და 27 ივლისს ჩატარდება.
სამაგისტრო გამოცდის მთავარი ფუნქციაა უმაღლესი სასწავლებლების დახმარება მაგისტრანტების შერჩევაში, კერძოდ, მათი კლასიფიკაცია უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით, განმარტეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებზე იქნება დამოკიდებული სახელმწიფო დაფინანსების ოდენობაც.