11 ათასამდე მოსწავლემ საქართველოში გამოსაშვები გამოცდები ვერ დაძლია

© photo: Sputnik / Fuad Gasanovსაგამოცდო სესია
საგამოცდო სესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში თითქმის ყოველმა მეოთხე მოსწავლემ გამოსაშვები გამოცდები ვერ ჩააბარა.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოში 11 ათასამდე სკოლის მოსწავლემ ვერ შეძლო გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება, რომელიც საქართველოში 21-25 მაისს ჩატარდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия" საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით. გამოსაშვებ გამოცდებს 40 ათასზე მეტი მოსწავლე აბარებდა საქართველოს 1500-ზე მეტ სკოლაში.

„ეს პრაქტიკულად ისეთივე მაჩვენებელია, როგორც გასულ წელს. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ 11 ათას მოსწავლეს შორის არიან ისინიც, ვინც შარშან ვერ შეძლო გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება და ხელახლა აბარებდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამათგან ყველა არ დარეგისტრირებულა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე“, — განაცხადა ცენტრის თანამშრომელმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

მისი თქმით, მოსწავლეთათვის უფრო რთული ტექნიკური საგნების ჩაბარება იყო.

იმისათვის, რომ სკოლის ატესტატი მიიღონ, მოსწავლეებმა უნდა ჩააბარონ გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიაში. სკოლის გამოსაშვები გამოცდები CAT-ის პრინციპით ტარდება (ადაპტირებული ტესტირება კომპიუტერთან). გამოცდების შედეგებს მოსწავლეები ადგილზე ეცნობიან.

ყველა ახალი ამბავი
0