საქართველოში წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების იმედი აქვთ

© FB / Alexandr Svatikovმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წლის მაისში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,3% შეადგინა, ხოლო 2017 წლის იანვარ-მაისში - 4,5%.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომლის შენარჩუნებასაც საქართველოში 2017 წლის ბოლომდე იმედოვნებენ, განპირობებულია როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებით, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ.

რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წლის მაისში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,3% შეადგინა, ხოლო 2017 წლის იანვარ-მაისში — 4,5%.

„ეს სასიხარულო ფაქტორია, ვინაიდან 2017 წლიდან ზრდის პოზიტიური ტენდენცია გვაქვს, რომელსაც, დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე შევინარჩუნებთ", — განაცხადა ჯავახაძემ.

მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად მოქმედებს გარე ფაქტორები.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
რით ვაჭრობს საქართველო

„კერძოდ, 2017 წლის 5 თვეში ექსპორტი გაიზარდა 28,7%-ით, შესაბამისად, ექსპორტის როლმა მშპ-ის რეალურ ზრდაში მაისის თვეში 2,9 პროცენტული პუნქტი შეადგინა", — განაცხადა ჯავახაძემ.

კერძოდ, 2017 წლის მაისში გაიზარდა სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი 134%-ით, ღვინის — 60%-ით, სპირტიანი სასმელების — 93%-ით, მინერალური წყლები — 25%-ით, აზოტის სასუქის — 16%-ით, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„2017 წლის მაისში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, 24.2%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 115 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციები გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, 2017 წლის მაისში ტურიზმი გაიზარდა 14%-ით", — განაცხადა ჯავახაძემ.

რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, სერიოზული დადებითი ტენდენციებია კაპიტალური ხარჯების მიმართულებით, იზრდება მთავრობის კაპიტალური ინვესტიციები, რაც დადებით გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე.

„მიმდინარე წლის მაისში მშპ-ის მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: დამამუშავებელი მრეწველობა — ზრდა 8%; ტრანსპორტი — ზრდა 15%; ვაჭრობა — ზრდა 8%; სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურება — ზრდა 23%; ოპერაციები უძრავი ქონებით — ზრდა 22%", — განაცხადა მან.

ანდრია გვიდიანი - Sputnik საქართველო
რამ განაპირობა ექსპორტის ზრდა

ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ ფაქტორებს შორის ჯავახაძემ აღნიშნა საწარმოების ბრუნვა, რომელიც მაისში 17%-ით გაიზარდა, რაც, მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს.

საქართველოში ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს 4%-ზეა დაგეგმილი. EBRD-ის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2017 წელს 3,9%-ს მიაღწევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2017 წელს 4,5%-ს შეადგენს, 2018 წელს კი 5%-მდე გაიზრდება. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში 2017-2018 წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 21 ქვეყანას შორის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება.

2015 წელთან შედარებით, 2016 წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2,2% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0