რამ განაპირობა ექსპორტის ზრდა

© FB/ Andria Gvidianiანდრია გვიდიანი
ანდრია გვიდიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო ვაჭრობაზე დადებითად აისახა რეგიონში არსებული ეკონომიკური სიტუაციაც, რომელიც ბოლო დროს თანდათან უფრო სტაბილური ხდება და გაჯანსაღების ტენდენციები შეინიშნება, აცხადებს ანდრია გვიდიანი.

ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა ქვეყანაში ბიზნეს-სექტორის მაღალი აქტივობით არის განპირობებული, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა.  

თბილისი - Sputnik საქართველო
რას ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისთვის 3,7%-ით გაზრდილი ინვესტიციები

„ის, რომ ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,6%-ით არის გაზრდილი, რასაკვირველია, დადებითი ფაქტორია. ეს ნიშნავს, რომ ბიზნეს-სექტორის აქტიურობა ქვეყანაში საკმაოდ მაღალია, რამაც, თავის მხრივ, ახალი საექსპორტო  ბაზრების ათვისება გამოიწვია“, — აღნიშნა გვიდიანმა.

ანალიტიკოსის თქმით, ქვეყანაში ბიზნეს-სექტორის აქტივობისთვის, ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოსთან ერთად, ასევე ძალზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი. კერძოდ ის, რომ დიდ ბაზრებთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების მიმართულებით, ეს კი, თავის მხრივ, ქართულ კომპანიებს ახალ ბაზრებზე გასასვლელად გზას უხსნის.  

„საგარეო ვაჭრობაზე დადებითად აისახა რეგიონში არსებული ეკონომიკური სიტუაციაც, რომელიც ბოლო დროს თანდათან უფრო სტაბილური ხდება და გაჯანსაღების ტენდენციები შეინიშნება“, — აღნიშნა გვიდიანმა.  

სავაჭრო ცენტრის მშენებლობა - Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაციები ეკონომიკური თავისუფლების აქტის დასაცავად გამოდიან

2017 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28,6%-ით (223 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 1 003 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 10,8%-ით (287 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 2 941 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  

2017 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 25%-ით (43 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტი – 3,8%-ით (22.9 მლნ აშშ დოლარი). 

საბოლოო ჯამში მაისში სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 20,1 მლნ აშშ დოლარით. 

მიმდინარე წლის მაისში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა მედიკამენტების (611%), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (134%), ეთილის სპირტის (89%) და მინერალური და მტკნარი წყლების (25%) ექსპორტი.

რაც შეეხება იმპორტს, გაზრდილია ხორბლის (289%), ელექტროენერგიის (129%), გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (70%) და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (13%) იმპორტი.  

ნატა პატარაია 

ყველა ახალი ამბავი
0