სასჯელი ნარკოტიკული დანაშაულისთვის შემსუბუქდება

© photo: Sputnik / Pavel Lisicin / გადასვლა მედიაბანკშიშპრიცები
შპრიცები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან მოამზადეს შესწორებები, რომლებიც ქვეყნის ნარკოპოლიტიკას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი იწყებს კანონპროექტების პაკეტის განხილვას, რომელიც ნარკომანების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებასა და უმაღლესი ზომის – ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის უვადო პატიმრობის გაუქმებას ითვალისწინებს.

ძირითადი შესწორებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და ითვალისწინებს სასჯელის შემსუბუქებას ნარკოტიკებთან დაკავშირებული ყველა დანაშაულისთვის.

კერძოდ, უქმდება პატიმრობის სასჯელი ნარკოტიკული საშუალებების, მათი ანალოგების, პრეკურორების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაგზავნის, გადაზიდვის ან გასაღებისთვის. შესწორებების ამოქმედების შემდეგ ეს მოქმედება დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 100–დან 400 საათამდე, აღნიშნულია პარლამენტის ვებ–გვერდზე განთავსებულ კანონპროექტში.

კანაფი - Sputnik საქართველო
საქართველოში, 140 გრამამდე მარიხუანის გამო პატიმრობის გაუქმებას აპირებენ

ამ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენისთვის მაქსიმალური სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა 2–დან 7 წლამდე, ნაცვლად მოქმედი ვადებისა – 8–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობისა.

გარდა ამისა, გაჩნდება ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერებების, მათი ანალოგების, პრეკურსორების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელებისთვის. ეს დანაშაული დაისჯება სამ წლამდე პატიმრობით, ან გამოსასწორებელი სამუშაოებით 200–დან 400 საათამდე.

დამამძიმებელ ვითარებაში ჩადენილი ამგვარი დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი იქნება 3–დან 9 წლამდე პატიმრობა.

შესწორებები ასევე ითვალისწინებს სასჯელის შემსუბუქებას ნარკოტიკული საშუალებების, მათი ანალოგების, პრეკურსორების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღებისთვის.

მოქმედი კანონმდებლობით ეს დანაშაული 6–დან 11 წლამდე პატიმრობით ისჯება, კანონპროექტის ავტორები კი სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის წინადადებით გამოდიან.

ნარკოტიკების გასაღებისას დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში სასჯელი ამჟამად ითვალლისწინებს პატიმრობას 7–დან 11, ან 8–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას – დანაშაულის ხარისხიდან გამომდინარე. კანონპროექტის ავტორები სასჯელის არსებითი შემსუბუქების წინადადებით – 6–დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით გამოდიან.

ასევე შემსუბუქდება სასჯელი ფსიქოტროპული ნივთიერებების, მათი ანალოგებისა და ძლიერმოქმედი ნივთიერებების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გაგზავნის ან გასაღებისთვის. თუ მოქმედი კანონმდებლობა ამ დანაშაულისთვის, მისი სიმძიმის მიუხედავად, 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, შესწორებების მიღების შემდეგ მინიმალური სასჯელი იქნება ჯარიმა, ხოლო მაქსიმალური – 1 წლიდან 5 წლამდე პატიმრობა.

ჰეროინი - Sputnik საქართველო
როგორი იქნება ნარკოპოლიტიკა საქართველოში: პრემიერის ინიციატივა და შეფასებები

ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან მიმართებით ცალკეა გამოყოფილი მუხლები – გავრცელება – 1–დან 6 წლამდე პატიმრობით და გასაღება – 2–დან 11 წლამდე პატიმრობით.

გარდა ამისა, შემსუბუქდება სასჯელი ნარკოტიკების შემოტანისა და გატანისთვის. მოქმედ კოდექსში ეს დანაშაული 6–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება – დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად. შესწორებების მიღების შემდეგ კი ამ დანაშაულისთვის სასჯელი 2–დან 15 წლამდე პატიმრობა იქნება.

კანონპროექტში ასევე შემოთავაზებულია ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში. შესწორებების პაკეტის თანახმად, ჯარიმა ნარკოტიკების მოხმარებისთვის 500–დან 100 ლარამდე შემცირდება.

ამას გარდა, განცალკევდება ნარკოტიკების მოხმარება გასაიდუმლოებულად და საზოგადოებრივ ადგილას. საზოგადოებრივ ადგილზე ან არასრულწლოვანის თვალწინ ნარკოტიკების მოხმარება დაისჯება 200 ლარიანი ჯარიმით.

შესწორებების ავტორები არიან დეპუტატები მმართველი პარტიიდან "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო": აკაკი ზოიძე, ირინე ფრუიძე, სოფო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი და ლევან კობერიძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0