საქართველო და სომხეთი ბიზნესის დაცვისათვის სპეციალურ ჯგუფს შექმნიან

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsგიორგი გახარია და სურენ კარაიანი
გიორგი გახარია და სურენ კარაიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სომხური და სომხეთში ქართული კომპანიების უფლებებს სპეციალური ჯგუფი დაიცავს.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკის სამინისტროები სპეციალურ ჯგუფს შექმნიან, რომელიც კერძო ქართული და სომხური კომპანიების პრობლემების მოგვარებით იქნება დაკავებული, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

რესპუბლიკის მოედანი ერევანი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და სომხეთის ბიზნესმენები ერევანში შეხვდებიან

შეთანხმება მიღწეულია საქართველოს ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიას სომხეთში ვიზიტის დროს. სპეციალური ჯგუფის წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში კავშირზე იქნებიან ერთმანეთთან იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე პრობლემა შეექმნება რომელიმე სომხურ კომპანიას საქართველოში, ან ქართულ კომპანიას სომხეთში.

"ასევე ჩვენი სამინისტროების დონეზე მინისტრის მოადგილეები შეისწავლიან ჩვენი ქვეყნების იმპორტის სტრუქტურას და სადაც შესაძლებელი იქნება, რომ იმპორტის ნაწილში დავეხმაროთ ერთმანეთს, ამ პოტენციალსაც აუცილებლად გამოვიყენებთ, რადგან ეს არის უკვე არსებული, მზა პოტენციალი ჩვენი ბაზრების განვითარებისთვის", — ციტირებს გახარიას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.

აღნიშნული განცხადება გახარიამ ქართულ-სომხური ბიზნესფორუმის გახსნაზე გააკეთა, რომელიც ერევანში ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების მხარდაჭერით გაიმართა. ბიზნესფორუმში მონაწილეობა 150-ზე მეტმა ქართულმა და სომხურმა კომპანიამ მიიღო.

"ჩვენ ვართ პარტნიორები, მეზობლები, კარგი მეგობრები და დროა, მთელი ჩვენი ძალისხმევის კონცენტრირება მოვახდინოთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები იყოს კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის სტატისტიკის ციფრები გაუმჯობესდა, კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა შევუწყოთ ხელი ორი ქვეყნის კერძო კომპანიებს ერთმანეთს შორის ურთიერთობებისა და ვაჭრობის განვითარებაში", — აღნიშნა მან.

კარენ კარაპეტიანი - Sputnik საქართველო
სომხეთ-საქართველო-რუსეთის ტვირთგადაზიდვებზე ტარიფები შემცირდა

ბიზნესფორუმის დაწყებამდე გახარიამ ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა სომეხ კოლეგა სურენ კარაიანთან. მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, კერძოდ, მესამე ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციის საკუთარი წარმოების საქონლით შეცვლის შესაძლებლობა.

"საქსტატის" მონაცემებით, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

2016 წელს ქვეყნებს შორის არსებულმა სავაჭრო ბრუნვამ 367,4 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გასულ წელს საქართველომ სომხეთს მიაწოდა ავტომობილები, ეთილის სპირტი, სასუქი, ელექტროენერგია, სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებები და სხვა პროდუქცია.

სომხეთიდან საქართველომ შემოიტანა სპილენძის მადანი და კონცენტრატები, ბალონები, ბოთლები და სხვა ჭურჭელი, ეთილის სპირტი, თამბაქოს ნაწარმი და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0