თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საბორნე და სარკინიგზო ტვირთგადაზიდვებზე ტარიფები 2017 წლამდე არსებულ ტარიფებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა, იუწყება Sputnik Армения სომხეთის პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
ბორნით და რკინიგზით ტვირთგადაზიდვების ტარიფები მოსკოვი-ერევანის მარშრუტით 32-35%-ით შემცირდა, ერევან-მოსკოვის მიმართულებით კი — 52-54%-ით, ტვირთის სახეობიდან გამომდინარე, დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
"მანამდე ტვირთგადაზიდვები საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიაზე მაღალი ფასებით ხორციელდებოდა, რაც თვითონ გადაზიდვებზე და ფასების პოლიტიკაზე აისახებოდა. მითითებული მიმართულებებით ტვირთბრუნვებზე ტარიფების შემცირების მიზნით სომხეთის, საქართველოს და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა", — აღნიშნა კარაპეტიანმა.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან შეთანხმება და ახალი კოეფიციენტები ძალაში მიმდინარე წლის 22 თებერვალს შევიდა, ხოლო რუსეთის მხარის მიერ დადგენილი საშეღავათო ტარიფები — 13 მარტს.