სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში კარგ და საქმიან ატმოსფეროში ჩატარდა, მიაჩნია ქართველ ექსპერტს, „რეგიონული უსაფრთხოების კავკასიური ინსტიტუტის“ დირექტორს ალექსანდრ რუსეცკის.
თბილისი-ერევნის ვიდეოხიდის მსვლელობისას სომეხმა და ქართველმა ექსპერტებმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის საქართველოში ორდღიანი ვიზიტი შეაჯამეს. თბილისში ვიდეოხიდი თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართა.
„ეს ვიზიტი საინტერესო და შთამბეჭდავი იყო. ატმოსფერო, რომელშიც ის მიმდინარეობდა, არც ისე ხშირია. ეს იყო კეთილგანწყობილი ატმოსფერო. ორი ქვეყნის პრემიერებს შეუძლიათ თანამშრომლობის კარგი მაგალითი გახდნენ სხვა მინისტრებისთვის, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის და სამოქალაქო სექტორისთვის. სომხეთის დელეგაციამ საქართველოში შემოთავაზებების საინტერესო პაკეტი წარმოადგინა, თუმცა ამაზე შეჩერება არ შეიძლება, საჭიროა მათი რეალიზება. რაც შეეხება სომხეთში ჩვენი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის საპასუხო ვიზიტს, დარწმუნებული ვარ, ქართული მხარე სომხეთს ასევე საინტერესო წინადადებებს შესთავაზებს თანამშრომლობის განსავითარებლად", — განაცხადა ალექსანდრ რუსეცკიმ ვიდეოხიდის მსვლელობისას.
საუბრის დროს ექსპერტებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს კარენ კარაპეტიანის განცხადებას, რომ დელეგაციებმა საქართველოს გავლით სომხეთიდან რუსეთში ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტი განიხილეს. ექპერტები ვარაუდობენ, რომ საუბარია ფოთიდან რუსეთის მიმართულებით საზღვაო-სატრანსპორტო გადაზიდვების განახლების შესახებ.