საპატრიარქო: საქართველოში საეკლესიო თემებით სპეკულირებენ

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპატრიარქომ გიორგი მამალაძის სკანდალთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ბოლო დროს საქართველოში საეკლესიო თემებით სპეკულირებენ, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც გიორგი მამალაძის სკანდალთან დაკავშირებით  გავრცელდა.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
დეკანოზ მამალაძის ძმა: მამა დავითი პატრიარქთან მძიმე თემებზე საუბარს მაწყვეტინებდა

მამალაძეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. ამ საქმემ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

კათალიკოს-პატრიარქი და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სასამართლო პროცესში ჩარევას არ აპირებს, თუმცა ამავე დროს, ილია მეორემ აღიარა, რომ მამალაძის დაკავება მისთვის მოულოდნელი იყო.

„დიდად ვწუხვართ, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია საეკლესიო თემებით ხდება სპეკულირება, რაც მიზანმიმართული ქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს. შევთხოვთ ღმერთს, მოგვანიჭოს მშვიდობა“, — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

დეკანოზ მამალაძისათვის სამღვდელო ხარისხისა და წმინდა ზიარების დროებითი შეჩერების საკითხზე საპატრიარქოში განმარტებები გაკეთდა. შესაბამისი განცხადება ოთხშაბათს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
„ბერის სამყოფელი": საპატრიარქოს კომენტარი

„საეკლესიო კანონიკის თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიეღო იმ ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, სადაც იგი მღვდელმსახურებას აღასრულებდა და ვისაც იგი კანონიკურად ექვემდებარებოდა. როგორც ცნობილია, დეკანოზი გიორგი სამსახურებრივად დაკავშირებული იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიასთანაც; თუმცა, ვიმეორებთ, იგი რჩებოდა ბათუმისა და ლაზეთის იურისდიქციაში“, — აღნიშნეს საპატრიარქოში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ამჟამად დაპატიმრებულია. ის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც, სხვებთან ერთად, შორენა თეთრუაშვილიც ახლდა.

სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამალაძის საკითხს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წმინდა სინოდი განიხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0