„ბერის სამყოფელი": საპატრიარქოს კომენტარი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხშაბათის ღამეს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში, განრისხებული ხალხი სახლიდან ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის გასახლებას აპროტესტებდა.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მსახურებაზე მან 20 წლის წინ მიიღო აკრძალვა.

რამდენიმე დღის წინ ათეულობით პოლიციელი დაახლოებით 8 საათის განმავლობაში ცდილობდა დაეწყნარებინა აღელვებული მოქალაქეების გუნდი გამრეკელის ქუჩაზე, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში. შეკრებილები აღშფოთებული იყვნენ იმით, რომ ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს ასახლებდნენ ნაქირავები ბინიდან. როგორც ბერის ადვოკატი ინგა ბოლოთაური აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ძვირადღირებული რემონტი გააკეთა ბინაში იმ პირობით, რომ იქ ერთი წელი უფასოდ იცხოვრებდა, თუმცა ბინის მეპატრონეებმა რემონტის დასრულებისთანავე მისი გამოსახლება გადაწყვიტეს.

„მამა ნიკოლოზს თითქმის ორი ათეული წლის წინ შეუჩერეს მღვდელმსახურება. ის წყნარად და მშვიდად ცხოვრობდა, მასთან ურთიერთობდნენ ადამიანები, რომლებიც მას ჯერ კიდევ მღვდელმსახურების დროს იცნობდნენ. მამა ნიკოლოზის საკითხი მსჯელობის საგანი არასდროს გამხდარა", — განაცხადა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

სახლი, რომლის გამო მოხდა ინციდენტი, ეკუთვნის ძმებ ხელაძეებს, ერთ-ერთი მათგანი წინააღმდეგია, რომ სახლი მაქარაშვილის საკუთრება გახდეს, მეორე ძმა კი მისი „სულიერი შვილია", აღნიშნა ბოტკოველმა.

კახა ხელაძე ამტკიცებს, რომ მაქარაშვილი მათ უთვალთვალებდა, აყენებდა შეურაცხყოფას და სახლის დათმობას მოითხოვდა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ბერის სამყოფელი თბილისში სკანდალის მიზეზი გახდა

საქართველოს საპატრიარქოს ამ შემთხვევაში არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე კონკრეტული პოზიცია ამ საკითხზე ამ საქმით ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს, მიიჩნევს მდივანი.

„თუ ჩადენილია დანაშაული, სახელმწიფო ამ ადამიანის ქმედებებით უნდა დაინტერესდეს. მე მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ აქ ეკლესიის რაღაც მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხდება, რადგან მამა ნიკოლოზი თავის დროზე საქართველოს საპატრიარქოს წარმოადგენდა და ჩვენი მღვდელმსახური იყო. მე გული მწყდება, რომ მასთან დაკავშირებით ასეთი მოვლენები ვითარდება, მაგრამ მან მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოს, რადგან თვითონ აძლევს მრევლის წევრებს მითითებებს, იყონ ასეთი დესტრუქციულები და არ დაემორჩილონ კანონს", — აღნიშნა ბოტკოველმა.

ოთხშაბათის ღამის განმავლობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა — ხალხი ცდილობდა ძალით შეჭრილიყო სახლში, ხოლო პოლიცია მათ წინააღმდეგობას უწევდა. რამდენიმე ადამიანი სახლის სახურავზე ავიდა და იქიდან გადმოხტომით იმუქრებოდა.

სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც სახლის მეპატრონეები დათანხმდნენ ბერის სახლში შეშვებას. მოლაპარაკებები რამდენიმე საათი გრძელდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის და საკრებულოს წევრების მონაწილეობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0