საქართველოში "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონი ამოქმედდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმეცხრე მოწვევის პარლამენტი
მეცხრე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტის ავტორები, წესების შემოღების გარდა, მათი დარღვევისთვის ჯარიმების სახით ადმინისტრაციული სასჯელის შემოღების წინადადებით გამოდიან.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები იწყებენ "შრომის უსაფრთხოების შესახებ" ახალი კანონის პროექტის განხილვას, რომელიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების აუცილებელი წესების შემოღებას ითვალისწინებს.

აღნიშნული თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მაისში ტყიბულის მაღაროში ოთხი მუშა დაიღუპა. საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შრომის პირობებზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, განსაკუთრებით, საშიშ წარმოებებში.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

შახტა - Sputnik საქართველო
საქართველოს შახტებში შრომის პირობები მოწმდება

მხოლოდ 2016 წელს 58 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა — 84. 2015 წელს დაიღუპა 42 და დაშავდა 80 ადამიანი. რაც შეეხება მიმდინარე წელს, დაიღუპა 8, ხოლო სხეულის დაზიანებები მიიღო ათმა ადამიანმა.

"შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის პროექტის ავტორი — შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, წესების შემოღების გარდა, მათი დარღვევისთვის ჯარიმების სახით ადმინისტრაციული სასჯელის შემოღების წინადადებით გამოდის.

ახალი კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იქნება დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და იზრუნოს საწარმოში დასაქმებული და იქ მისული პირების უსაფრთხოებაზე.

გარდა ამისა, ის ვალდებული იქნება პერიოდულად შეამოწმოს საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობა და გაითვალისწინოს საწარმოს ფიზიკური და ქიმიური ფაქტორები. ის ასევე ვალდებული იქნება, უზრუნველყოს დაცვის საშუალებების მოვლა, გააკონტროლოს მათი გამოყენება და ცვეთის მიხედვით შეცვალოს ისინი.

დამსაქმებლის ვალდებულება იქნება თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარება, ყველა მოწყობილობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ექსპლუატაციის ინსტრუქციით, რომელიც თანამშრომლებისთვის გასაგებ ენაზე იქნება შედგენილი.

პროფკავშირებმა პარლამენტთან აქცია მოაწყვეს - Sputnik საქართველო
საქართველოში სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა

დამსაქმებელმა თანამშრომლებს ან მათ წარმომადგენლებს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული პროფესიული რისკებისა და მავნე ფაქტორების შესახებ.

დამსაქმებელმა უნდა შეაფასოს სამუშაო რისკები, უზრუნველყოს უსაფრთხოებისა და მავნე ნივთიერებების ნეიტრალიზაციის საშუალებების სისტემების შეუფერხებელი მუშაობა, უზრუნველყოს საწარმო კოლექტიური დაცვის საშუალებებით, ხოლო თანამშრომლები — რეგულარული სამედიცინო შემოწმებით.

კანონპროექტი საწარმოებში ახალი თანამდებობის — შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის შემოღებასაც ითვალისწინებს. საწარმოში, სადაც 100-ზე ნაკლები კაცი იმუშავებს, გათვალისწინებული იქნება ერთი სპეციალისტი, ხოლო თუ საწარმოში 100-ზე მეტი კაცი იქნება — სპეციალისტების სამსახური.

თანამშრომლებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების ინსტრუქციები, ამ დროს მათ უფლება აქვთ უარი განაცხადონ ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას აშკარა საფრთხეს უქმნის, და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო უსაფრთხო სამუშაოზე გადაყვანა მოითხოვონ.

გარდა ამისა, კანონპროექტი უკრძალავს თანამშრომლებს მუშაობას ალკოჰოლის, ნარკოტიკების, ტოქსიკური ნივთიერების ან ფსიქოტროპული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ.

ახალი კანონის პროექტის თანახმად, წესდება საწარმოებში უბედური შემთხვევების გრადაცია მათი სიმძიმის მიხედვით.

მსუბუქ უბედურ შემთხვევად ჩაითვლება უბედური შემთხვევა, რომელიც გამოიწვევს მსუბუქ დაზიანებას შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე, ან შრომისუნარიანობის დაკარგვით არაუმეტეს 3 დღის ხანგრძლივობით.

შრომის დაცვის მსოფლიო დღე - Sputnik საქართველო
შრომის დაცვის მსოფლიო დღე - ვითარება საქართველოში

საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა — უბედური შემთხვევის გამო დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვით 3-დან 40 დღემდე ხანგრძლივობით.

მძიმე უბედური შემთხვევა – უბედური შემთხვევის გამო მუდმივი შრომისუუნარობის განვითარება ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან/და დროებითი შრომისუუნარობის განვითარება 40 კალენდარულ დღეზე მეტი ხანგრძლივობით.

ფატალური უბედური შემთხვევა– უბედური შემთხვევის გამო დასაქმებულის ან სხვა პირის გარდაცვალება სამუშაო ადგილზე ან შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.

მასობრივი უბედური შემთხვევა – უბედური შემთხვევის გამო 3 ან მეტი პირის დაშავება, მათ შორის ერთი მძიმე უბედური შემთხვევა ან ერთი ფატალური უბედური შემთხვევა.

ამასთან, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ამ გრადაციით თითოეული უბედური შემთხვევა დაარეგისტრიროს.

კანონის შესრულებას ზედამხედველობის სპეციალური სამსახური გააკონტროლებს, რომელსაც ჩამოაყალიბებს მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით.

დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ის უფლებამოსილი იქნება დააჯარიმოს ან შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა.

ყველა ახალი ამბავი
0