პირველი მოქანდაკე ქალი საქართველოში: გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

© FB / GNMuseumმოქანდაკე ნინო წერეთელი
მოქანდაკე ნინო წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპოზიცია ნინო წერეთლის დაბადებიდან 115 წლისთავს ეძღვნება.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსურველებს იწვევს პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის ნინო წერეთლის გამოფენაზე, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში 29 ივნისს, 17:00 საათზე გაიხსნება.

ექსპოზიცია მხატვრის დაბადებიდან 115 წლისთავს ეძღვნება.

მეგი გვენეტაძე - Sputnik საქართველო
ანბანი, რომლითაც საკუთარ თავში ხატვის ნიჭს აღმოაჩენ, ანუ გინდა ხატო - დახატავ!

გამოფენაზე წარმოდგენილია ნინო წერეთლის 60-მდე ნამუშევარი — ქანდაკებები, გრაფიკული ნამუშევრები და თეატრალური კოსტიუმების ესკიზები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია მოქანდაკის პირადი ნივთები.

საქართველოში 1920-იან წლებში ქალი მოქანდაკის გამოჩენა თავისებურ რევოლუციას ჰგავდა. ნინო წერეთლის ნათლად გამოხატული ინდივიდუალიზმი და შემოქმედებითი სითამამე ეპოქის სტერეოტიპებს არღვევდა. ის ქართული ქანდაკების ფუძემდებლის იაკობ ნიკოლაძის გამორჩეული მოსწავლე იყო.

"სწორედ ნიკოლაძესთან მიღებული ჩვევებით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ მოქანდაკე არ აჰყვა იმ დროს მოდად ქცეულ ესთეტიკურ-ფორმალისტურ მიმდინარეობას, პირიქით, თავის ნამუშევრებში ნინო წერეთელი ყოველთვის იცავდა ფორმათა მოცულობასა და კონსტრუქციული საწყისების შეფარდებას", — აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.

ნინო წერეთელმა თბილისის სამხატვრო აკადემია 1928 წელს დაამთავრა. ის სტუდენტობიდან ამჟღავნებდა თავის ინდივიდუალობას, ხასიათს სახვით ხელოვნებაში და ჩამოყალიბებულ მხატვრულ აზროვნებას.

მანანა ცერცვაძე - Sputnik საქართველო
სოკრატეს საკანში ჩავარდნილი ქართველი მხატვარი და გახალისებული ბერძენი პოლიციელები

"ნინო წერეთელი ფსიქოლოგიური პორტრეტის დიდი ოსტატია — მისთვის ადამიანის გარეგნობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნატურა და სულიერი სამყარო. მისი ნამუშევრები საოცარი ინტიმურობითა და ლირიკულობით გამოირჩევა, იგი არ იშურებს კომპოზიციურ და გამომსახველობით საშუალებებს, რათა ზედმიწევნით გადმოსცეს მათი ინდივიდუალიზმი", — აღნიშნავენ მუზეუმში.

ნინო წერეთელი 1939 წელს 37 წლისა გარდაიცვალა, მაგრამ დიდი მხატვრული მემკვიდრეობა დატოვა.

მოქანდაკის ნამუშევრების გამოფენა 29 ივლისამდე გაგრძელდება. მუზეუმის მისამართია: თბილისი, ლადო გუდიაშვილის 1.

ყველა ახალი ამბავი
0