სოკრატეს საკანში ჩავარდნილი ქართველი მხატვარი და გახალისებული ბერძენი პოლიციელები

© FB/ Manana Tsertsvadzeმანანა ცერცვაძე
მანანა ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში" საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ მხატვარს მანანა ცერცვაძეს წარმოგიდგენთ.

თბილისში მხატვრების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. საბერძნეთში ცნობილი ბერძენი მხატვრის, ტაკის მორაიტის სახელოსნოში მოხვდა. ნელ-ნელა გაიცნო თანატოლი და უფროსი ასაკის მხატვრები, რომლებიც გობელენების ხელოვნებით ძალიან დაინტერესდნენ. მუშაობს კედელზე, გრაფიტზე, თეატრის სპექტაკლების დეკორაციებზე, სკოლებში, ქალაქის მერიისა და იუნესკოს სხვადასხვა პროგრამებისთვის და რაც ყველაზე დიდ სიხარულს ანიჭებს,- საბავშვო ოთახებისთვის კერძო შეკვეთებს იღებს. საბერძნეთში ხშირად აწყობს საქველმოქმედო გამოფენებს.

© FB/ Manana Tsertsvadzeმანანა ცერცვაძის ნახატი
მანანა ცერცვაძის ნახატი - Sputnik საქართველო
მანანა ცერცვაძის ნახატი

-ქალბატონო მანანა, სანამ ემიგრაციაში წახვიდოდით, ხელოვანთა გარემოში გაიზარდეთ… 

— დიახ, ასეა. თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს უბანში, ვერაზე დავიბადე და გავიზარდე. ჩემი სახლიდან შოთა რუსთაველის ძეგლს ყოველდღე ვუყურებდი. ჩემს ოჯახში ხელოვნება უცხო არ იყო, ბებია (მამის დედა) მარიამ ქადაგიშვილი მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი პირველი ქალბატონი მხატვარი იყო. ბიძაც, ოთარ ქოჩიაშვილი (დედის ძმა) სამხატვრო აკადემიის ლექტორი გახლდათ. ასე რომ, ჩვენს ოჯახში ხატვა, პოეზია, მუსიკა და ცეკვა ყოველდღიური რეჟიმში იყო. ჩემი და, მუსიკოსი-პიანისტია. მეც ვცეკვავდი ანსამბლ „რუსთავში“ ფრიდონ სულაბერიძესთან.

- საბერძნეთში როგორ აღმოჩნდით?

— საბერძნეთში რომ ჩემოდევი, უკვე განქორწინებული და ერთი გოგონას დედა ვიყავი. თავიდან არც მიფიქრია, რომ აქ ოცდაორი წელი დავრჩებოდი, რადგან ერთი წლის მერე უკან დაბრუნებას ვაპირებდი იმ იმედით, რომ ხელოვანი ადამიანებისთვის საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა. მერე თბილისს ვეწვიე და შვილიც აქეთ წამოვიყვანე. ახლა თექვსმეტი წლის ვაჟიც მყავს. თავიდან ძნელი იყო ენის ცოდნის გარეშე ბერძენ მხატვრებთან კონტაქტი. მაშინ მხოლოდ ინგლისური ენა ვიცოდი, მაგრამ ამან არ შემაჩერა, იმიტომ, რომ გამბედავი და რისკიანი ვარ. ძველი ათენის უბანში,,პლაკა", ისევე როგორც ძველ თბილისში, გალერიები და სახელოსნოებია. დავიწყე მუშაობა ცნობილი ბერძენი მხატვრის, ტაკის მორაიტის სახელოსნოში. ასე ნელ-ნელა გავიცანი ჩემი თანატოლი და უფროსი ასაკის მხატვრები. ისინი ძალიან დაინტერესდნენ გობელენების ხელოვნებით, მაგრამ აქ აღარ შემეძლო მუშაობა, იმიტომ, რომ საბერძნეთში გობელენი არ არის განვითარებული, მხოლოდ ფარდაგის ეტაპზეა. ყველაზე კარგი გამოცდილება მივიღე ადგილობრივ მოდის სახლში ორ დიდ მოდისტროსთან: მიხალის ასლანის და მაკის ცელიოსთან, სადაც სხვადასხვა ტექნიკა ვისწავლე.

© FB/ Manana Tsertsvadzeმანანა ცერცვაძე მეგობრებთან ერთად
მანანა ცერცვაძე მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
მანანა ცერცვაძე მეგობრებთან ერთად

-როგორც ხელოვანს, რა თვისებები გამოგარჩევთ სხვა მხატვრებისგან?

— თუ გამოვირჩევი რამით, ალბათ იმით, რომ მხოლოდ ნახატებით არ ვარ შეზღუდული. ასევე ვმუშაობ: კედელზე, გრაფიტზე, თეატრის სპექტაკლების დეკორაციებზე, სკოლებში, ქალაქის მერიისა და იუნესკოსთვის, ასევე დეკორაციებს ვიტრინებისთვის. ვიღებ კერძო შეკვეთებს საბავშვო ოთახებისთვის, რაც ყველაზე დიდ სიხარულს მანიჭებს, იმიტომ, რომ ჯერ ქართველი დედა ვარ და მერე უკვე ხელოვანი. ხელოვანის წარმატება ის არის, როცა გამოფენაზე მოსული ხალხი შენი ნამუშევრის გვერდით  ჩაივლის, მერე ისევ შემობრუნდება და დააკვირდება მას,- ეს არის ყველაზე საუკეთესო გრძნობა. როგორც ხელოვანი არ ვარ შეზღუდული და მხოლოდ სახელოსნოს ოთხ კედელში არ ვარ გამომწყვდეული. მომწონს სიახლეები და ვცდილობ,  ჩემი გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო. „tattoo“-სა და „body art“-ში მეხმარება ჩემი შვილი მარიამი, რომელიც გრაფიკოსია.

© FB/ Manana Tsertsvadzeმანანა ცერცვაძე გამოფენაზე
მანანა ცერცვაძე გამოფენაზე - Sputnik საქართველო
მანანა ცერცვაძე გამოფენაზე

- რომელია გამოფენა, რომელიც შეიძლება საეტაპოდ ჩაითვალოს…

— საეტაპოდ ითვლება ჩემი აზრით საქველმოქმედო გამოფენა, რომელიც შარშან სექტემბერში ორ დღეში მოვაწყვეთ. მე და ჩემმა ორმა მეგობარმა მხატვარმა შევკრიბეთ და ასოცი მხატვარი დავასაქმეთ. ყველას უნდა ჰქონოდა მსგავსი კომპოზიცია და ოთხი ძირითადი ფერი (წითელი, ყვითელი, ლურჯი და თეთრი).ეს საქველმოქმედო გამოფენა მოვამზადეთ ერთ კვირაში სიმსივნით  დაავადებულთათვის, ამის შემდეგ ავიღეთ დანარჩენი სამედიცინო ცენტრები და ბავშვთა სახლი, სადაც ნელ-ნელა მუშაობას ვიწყებთ.

-ყველაზე უცნაური საინტერესო ამბავი, რაც ათენში გადაგხდათ და რასაც ახსნას დღემდე ვერ უძებნით…

— ათენში ოცდაორი წლის განმოვლობაში ბევრი საინტერესო ამბავი გადამხდა, მაგრამ მირჩევნია გავიხსენო ერთი სახალისო ამბავი, რომელიც აკროპოლზე შემემთხვა. მე თითქმის ყოველ დღე ვსეირნობდი აკროპოლზე, ასე რომ ზეპირად ვიცოდი ყოველი კუთხე. მინდოდა სოკრატის საკანის ნახვა. წარმოდგენა არ მქონდა, რომ ეს იყო უზარმაზარი ღრმული, სადაც ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო ჩავვარდი. იქ საღამომდე ვიჯექი, როცა შეიცვალა დარაჯი, ვინც ჩემი ხმა გაიგო. მოკლედ  ამომიყვანეს და გამაბუნძულეს აკროპოლის ტურისტულ პოლიციაში და დაკითხვაზე წამიყვანეს. როცა ავუხსენი, რომ მინდოდა სოკრატის საკანი ახლიდან მენახა, სადაც დაალევინეს საწამლავი,,კონიო" პოლიციელები პირდაღებულები მიყურებდნენ. მერე როცა ვუთხარი, რომ მხატვარი ვარ, სიცილით დაიხოცნენ და მაშინვე გამომიშვეს. თან გამაფრთხილეს, თუ ისე აპირებ იქ ჩავარდნას, იცოდე, რომ იქ დაგტოვებთ და აღარ ამოგიყვანთო…

© FB/ Manana Tsertsvadzeმანანა ცერცვაძის ნახატი
მანანა ცერცვაძის ნახატი - Sputnik საქართველო
მანანა ცერცვაძის ნახატი

-ბერძნულმა გარემომ რა შეცვალა თქვენში და რას ვერ შეცვლის ვერასოდეს?

— საბერძნეთი ქვეყანაა, რომელიც ძველი ბიზანტიისა და ახალ კულტურას აერთებს. მათ  უნიკალური ხელოვანი ადამიანები ჰყავთ. სამწუხაროდ მთავრობა და კულტურის სამინისტრო ბერძენ ხელოვანებს გვერდში არ უდგას, ამიტომ ახალი თაობა ხსნას უცხოეთში ეძებს. ბერძნები ქართველებს ჰგვანან თუ მტრულად მიხვალ კარს გამოგიკეტავენ და თუ მოყვრად-გულში ჩაგიკრავენ. საბერძნეთმა არ შემცვალა, უფრო გამაძლიერა და ცხოვრების გამოცდილება შემძინა…

 

ყველა ახალი ამბავი
0