ანბანი, რომლითაც საკუთარ თავში ხატვის ნიჭს აღმოაჩენ, ანუ გინდა ხატო - დახატავ!

© FB/ Megi Gvenetadzeმეგი გვენეტაძე
მეგი გვენეტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეგი გვენეტაძე, მხატვარი, რომელთანაც ადამიანები თავიდან დეპრესიისგან თავის დასაღწევად მიდიან, მაგრამ შემდეგ სრულიად სხვა განწყობა ეუფლებათ და ხატვა თითქმის სასიცოცხლო მოთხოვნად ექცევათ.

ამაში მათ ქალბატონო მეგის მიერ სპეციალურად შემუშავებული პროგრამა ეხმარება. თუმცა მაქსიმალური ეფექტი მაშინ მიიღწევა, როცა ადამიანს ხატვის შინაგანი მოთხოვნილება მართლა აქვს და საკუთარ სამყაროსაც მაქსიმალურად ავლენს… 

© FB/ Megi Gvenetadzeმეგი გვენეტაძე
მეგი გვენეტაძე - Sputnik საქართველო
მეგი გვენეტაძე

- ქალბატონო მეგი, როდის მიხვდით, რომ მოლბერტს გულგრილად ვერ ჩაუვლიდით? 

— თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი რამ არც მახსენდება, იმიტომ, რომ რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. ყველაზე საინტერესო, ემოციებით გაჟღენთილი და დასამახსოვრებელი ამბავი ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა იყო, რომელიც ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.

© FB/ Megi Gvenetadzeმეგი გვენეტაძე მოსწავლეებთან ერთად
მეგი გვენეტაძე მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო
მეგი გვენეტაძე მოსწავლეებთან ერთად

-თქვენი ვერბალური ავტოპორტრეტი…

— კომუნიკაბელური და უკონფლიქტო ადამიანი ვარ. მიყვარს: იუმორი, მუსიკა, ცხოველები, ყვავილები, წყალქვეშა სამყარო… ძალიან მაღიზიანებს, როდესაც რაიმეს მავალდებულებენ. საკმაოდ ემოციური ვარ და განვიცდი, როცა ჩემი არ ესმით, მიყვარს განმარტოება და საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ…

-როგორია თქვენი, როგორც ხელოვანის სამყარო? 

— ნებისმიერ თემაში ჩემი წარმოსახვით სილამაზეს დიდი დოზით აღვიქვამ და შემიძლია ნებისმიერი ნივთის, ავეჯი იქნება ეს, ჭურჭელი თუ ფეხსაცმელი, ახალი ელფერი შევძინო და უნიკალური გავხადო.

© FB/ Megi Gvenetadzeხატვის გაკვეთილზე
ხატვის გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
ხატვის გაკვეთილზე

-ქალბატონო მეგი, თქვენზე სასწაულებს ყვებიან: ამბობენ, რომ ხატვის სრულიად უცოდინარ ადამიანშიც კი ნამდვილ ხელოვანს აღვიძებთ — როგორ ახერხებთ ამას?

— პირველ რიგში, შემუშავებული მაქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც ხატვის დამწყებს ჩემი ტექნიკის ანბანის ათვისებაში ეხმარება, რის გარეშეც შემდეგი უფრო რთული ნაბიჯების გადადგა —წარმოუდგენელი იქნებოდა. ამის გარდა აუცილებელია, მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომა, მათი კომპლექსების მოხსნა, რაც ხშირ შემთხვევაში გამომდის და შედეგზეც დადებითად აისახება.

-არტ-თერაპია- ხელოვნებით ადამიანის განკურნების ყველაზე უებარი და სასიამოვნო საშუალებაა?

— გეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად თერაპიაა, მაგრამ ჩვენ განსხვავებულად ვუდგებით ამ საქმიანობას: გაკვეთილზე ვერთობით კიდეც, ვხალისობთ, ვყვებით საინტერესო ამბებს, ვაკრიტიკებთ ერთმანეთის ნამუშევრებს და იდეებსაც ვთავაზობთ. ამ გართობა-თერაპიაში კი საქმეც კეთდება, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩემთვის ასევე საპასუხისმგებლოა გაკვეთილის ნაყოფიერად ჩატარება, რაც ემოციურად დამღლელია, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნოცაა, იმ მხრივ, რომ ჩემი შრომის შედეგს აშკარად ვხედავ. რაც მთავარია, საყვარელი მოსწავლეების კმაყოფილ და გაბრწყინებულ სახეებს… ყველა თავის დეპრესიას ტოვებს და გაკვეთილზე მხიარული მოდის. ჩემი მოსწავლეების უმრავლესობის მიზანი არ არის ის, რომ მხატვარი გახდეს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ისინი ამ საქმეს თავს არ დაანებებენ და მათი წარმატება ყოველთვის გამიხარდება.

© FB/ Megi Gvenetadzeმეგი გვენეტაძის მოსწავლეები
მეგი გვენეტაძის მოსწავლეები - Sputnik საქართველო
მეგი გვენეტაძის მოსწავლეები

-ბოლო დროს თქვენს მოსწავლეთა შორის ასაკოვანი ადამიანებიც გამოჩნდნენ…

— დიახ, ბოლო წლებში ძალიან გამიმართლა და ჩემს ჯგუფში აღმოჩნდნენ ასაკოვანი, საინტერესო ადამიანები, რომელთა წყალობით ჩვენი ხატვის მოყვარულთა ჯგუფი გახალისდა. ჩვენ ერთმანეთს ცხოვრებას ვულამაზებთ და ვუხალისებთ. მათგან ბევრ ცხოვრებისეულ რჩევას ვიღებ. მე ისინი განსაკუთრებულად მიყვარს. ამავე დროს ეს ქალბატონები საკმაოდ ნიჭიერები აღმოჩნდნენ. მათ უკვე საკუთარი და საკმაოდ მაღალკვალიფიციური ხელწერა აქვთ. დანარჩენ მოსწავლეებზე შემიძლია ვთქვა, რომ მათგან უმრავლესობას მივეცი ის მუხტი, რაც ხატვას სჭირდება.

© FB/ Megi Gvenetadzeმეგი გვენეტაძე
მეგი გვენეტაძე - Sputnik საქართველო
მეგი გვენეტაძე

- მართლა ყველა ადამიანს აქვს ხატვის ნიჭი?

— ჩემთან მოსულ ყველა ადამიანს ნიჭს მოვუძებნი, მაგრამ ისინი ზოგ შემთხვევაში ჭირვეულები არიან და დიდი ბრძოლა მჭირდება იმისთვის, რომ გავაგებინო, რომ ამ ყველაფერზე მე ვაგებ პასუხს… ვცდილობ, ჩემს საყვარელ მოსწავლეებს ყოველწლიურად მოვუწყო გამოფენა, რათა ისინი კიდევ უფრო დავაინტერესო და ცხოვრებაც გავუხალისო.
ქართველი ემიგრანტებს და მათ, ვინც ვერ ახერხებს გაკვეთილზე დასწრებას, ხატვის გაკვეთილებს სკაიპით ვუტარებ, მაგალითად ორი მოსწავლე მყავდა რუსეთიდან: ერთი მოსკოველი და მეორე როსტოველი, ქართველი ემიგრანტებიც ბევრი მყავდა. ჩემი ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე 7 შვილის დედა, მოწესრიგებული ნიჭიერი, ლამაზი და არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ამ ადამიანებს ყველას ერთნაირად სჭირდება განტვირთვა და მე მათ შეძლებისდაგვარად ვეხმარები. ოქტომბერში უკვე გვქონდა გამოფენა, მეორე კი ივნისის დასაწყისშია დაგეგმილი.  

-ქალბატონო მეგი, რადგან გარკვეულწილად ფსიქოლოგიც ხართ, თუ შეგიძლიათ ნახატის მიხედვით გამოიცნოთ როგორი პიროვნებაა მისი ავტორი?

— ამის გამოცნობა ჩემთვის მარტივია, როგორც თვალებია ადამიანის სულის სარკე, თვალებზე მეტად პიროვნების შინაგან სამყაროს მისი ნამუშევარი გადმოსცემს..

-პრინციპი, რომელსაც არასოდეს უღალატებთ…

— ჩემი შემოქმედების ერთგული ვარ და მას არასოდეს ვუღალატებ. მე ის მჭირდება, მიყვარს, რადგან სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის აუცილებელია..

 

ყველა ახალი ამბავი
0