ციანიდის საქმე: დეკანოზი საწამლავს დეოდორანტის სახურავში მალავდა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ატრიბუტიკა
მოსამართლის ატრიბუტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მომზადების საქმის განხილვა გრძელდება.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით არის დაკავებული, ციანიდს დეოდორანტის სახურავში მალავდა, განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ციანიდის საქმე: პატრიარქის პოზიცია და სასამართლო დავა

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც სხვებთან ერთად შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

"ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თავად ბრალდებულმა ამოიღო "დეზოდორი", რომლის თავსახურში ჰქონდა დამალული საწამლავი. ბრალდებულს სურდა, დაემალა ისე, რომ გამოძიებას ვერ ენახა, თუმცა მას დაუვარდა თავსახური და ყველამ დაინახა ციანიდი. ეს ბრალდებულის ადვოკატისა და აეროპორტის თანამშრომლის თანდასწრებით მოხდა. ეს საკუთარ ჩვენებაში მოწმეებმაც აღნიშნეს", — განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ორშაბათს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა, რა დროსაც დაიკითხნენ აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. მამალაძის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ბარგის ამოღებისა და დალუქვის პროცესი კანონის დარღვევით მოხდა.

"მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ რეგისტაცია გაიარა და ბარგი ჩააბარა, უმოკლეს პერიოდში ამ თანამშრომლების თვალწინ და მათი თანდასწრებით ამოიღეს ბარგი. ბარგი დაზიანებული ან გახსნილი არ ყოფილა. დადასტურდა, რომ ის დახურული იყო", — აღნიშნა პროკურორმა.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
დეკანოზ მამალაძის ძმა: მამა დავითი პატრიარქთან მძიმე თემებზე საუბარს მაწყვეტინებდა

პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ბარგთან დაკავშირებით არანაირი მანიპულაციები არ მომხდარა, მოწმემ კი დაადასტურა, რომ ბარგში მომწამვლელი ნივთიერება  ციანიდი აღმოჩნდა.

ორშაბათს აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამ საქმეში ბრალდების მხარის მთავარ მოწმეზე ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეზე შსს-ს ყოფილი თანამშრომლის ირაკლი ფირცხალავას მიერ განხორციელებული ზეწოლის გამო.

პროკურატურის მონაცემებით, მამალაძემ უწყებას მიმართა განცხადებით, რომ ფირცხალავა, რომელიც სხვა დანაშაულისთვის 12-წლიან სასჯელს იხდის საპატიმროში, მასზე მიზანმიმართულად ახორციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, შეურაცხყოფს მის პატივსა და ღირსებას, რათა დეკანოზის დაკავების საქმესთან დაკავშირებით მან სასამართლოში ჩვენებები შეცვალოს.

პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

რაც შეეხება სასულიერო პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს, მამალაძეს წაყენებული აქვს ბრალდება მუხლით "განზრახ მკვლელობის მომზადება დამამძიმებელ გარემოებებში ანგარებით ან შეკვეთით", რაც 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0