ციანიდის საქმე: პატრიარქის პოზიცია და სასამართლო დავა

© REUTERS / David Mdzinarishviliილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა.

პარასკევს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეების კითხვებს ბრალდების ოქროს მოწმე, ირაკლი მამალაძე პასუხობდა. სასამართლო სხდომა დახურულია, ამიტომ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებების დეტალები უცნობია.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც სხვებთან ერთად შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დღეს საქართველოს საპატრიარქომ გაასაჯაროვა ილია მეორისა და გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიოჩანაწერი.

კათოლიკოს-პატრიარქის მოსაზრება

აუდიოჩანაწერის თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქი და მართლმადიდებლური ეკლესია არ აპირებს სასამართლო პროცესში ჩარევას, თუმცა, ილია მეორემ აღიარა, რომ მისთვის მამალაძის დაკავება მოულოდნელი იყო.

„მე ცუდი არაფერი მინახავს მამა გიორგისგან და ეს ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგი“, — განაცხადა პატრიარქმა.

ამასთან, კათოლიკოს-პატრიარქმა უარი განაცხადა დეკანოზის მონახულებაზე.

„ჩემი მისვლა (საპატიმროში — რედ.) არ შეიძლება, რადგანაც იტყვიან რომ ზეგავლენა მოახდინაო“, — აღნიშნა მან. ამასთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დეკანოზის ძმას მოუწოდეს განცხადებების გაკეთებისას თავშეკავებული იყოს.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
დეკანოზ მამალაძის ძმა: მამა დავითი პატრიარქთან მძიმე თემებზე საუბარს მაწყვეტინებდა

სასამართლო დავა

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომები დახურულია, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ირაკლი მამალაძის ჩვენებიდან რამდენიმე დეტალი გაასაჯაროვეს.

„მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს სურდა ადამიანის ციანიდით მოკვლა, ადვოკატები კი ცდილობდნენ საუბრისას მისთვის ხელის შეშლას“, — განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

ამავე დროს დაცვის მხარემ პროკურატურა მოწმეზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

„პროკურატურა ცდილობს ისეთი კითხვების დასმას და მისგან (ირაკლი მამალაძისგან — რედ.) იმ ინფორმაციის მიღებას, რომელიც მათ წაადგებათ. დაცვის მხარე დასვამს კითხვებს და შეეცდება დაამტკიცოს გიორგი მამალაძის უდანაშაულობა“, — განაცხადა ადვოკატმა ეკა ლომიძემ.

გიორგი მამალაძე განაჩენის გამოტანამდე წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0