ფსიქიატრიული დაწესებულებების პრივატიზება: რეკომენდაციები ხელისუფლებისთვის

© Sputnik / Alexander Imedashviliსამედიცინო კლინიკა
სამედიცინო კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა ანგარიში „ფსიქიკური ჯანდაცვის დაწესებულებათა პრივატიზაცია საქართველოში, შეფასება, დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის“.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ხელვაჩაურის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პრივატიზაციის საკითხები და დოკუმენტაცია შეისწავლეს, რომელშიც გარკვეული დარღვევები აღმოაჩინეს.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციასთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ერთად საზოგადოებას წარუდგინა სპეციალური ანგარიში — „ფსიქიკური ჯანდაცვის დაწესებულებათა პრივატიზაცია საქართველოში შეფასება, დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის“.

სწორედ ამ ანგარიშის ფარგლებში ჩატარდა დაწესებულებებში შემოწმება. ქართველი და უცხოელი ექსპერტების თქმით, ბუნდოვანია ამ დაწესებულებების მიმდინარე პრივატიზაციის მიზნები და მისი შედეგები ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული კონცეფციის და ეროვნული სტრატეგიის განხორციელების საქმეში.

ფსიქიატრიული საავადმყოფო - Sputnik საქართველო
შევაჩეროთ ფსიქიატრიული სისტემის ნგრევა საქართველოში — თბილისში აქცია ჩატარდა

კერძოდ, პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობს ნაჩქარევად, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე. ამასთან, არ გამოცხადებულა ღია კონკურსი, წინასწარ არ განსაზღვრულა კვალიფიკაცია ან გამოცდილება, რომელიც მოეთხოვებოდა პოტენციურ ინვესტორს.

ანგარიშში ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ პრივატიზაციის პროცესს არ აქვს ერთიანი ფორმატი და ის არ იძლევა მკაფიო წარმოდგენას მომსახურების გრძელვადიანი დაგეგმვის და მისი ფინანსური მდგრადობის შესახებ. ინვესტორის ბიზნეს-მოდელიც გაურკვეველი რჩება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრივატიზაციის პროცესს თან უნდა ახლდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, განსახორციელებელი სტანდარტები მომსახურების ხარისხთან, პაციენტთა უსაფრთხოებასთან და ადამიანის უფლებების ასპექტებთან დაკავშირებით.

ომბუდსმენის რეკომენდაციით, კვალიფიცირებული პირებისგან შემდგარმა სახელმწიფო მონიტორინგის ორგანომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში რეგულარული ინსპექციები უნდა ჩაატაროს.

ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ პაციენტების მომსახურების ხარისხის მონიტორინგი უნდა ხდებოდეს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სასამართლო ფსიქიატრიას და იძულებითი მკურნალობის განყოფილებებს.

საავადმყოფოს კორიდორი - Sputnik საქართველო
საქართველოში ფსიქიკური დარღვევების მქონე 80 ათასი ადამიანია რეგისტრირებული

მნიშვნელოვანია ასევე პერსონალის პროფესიული ცოდნისა და უნარების პერმანენტული შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ტრენინგების ჩატარება მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად საჭიროა ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტთა სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში ჩართვა, დარწმუნებულია ომბუდსმენი.

ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ პრივატიზაციის პროცესში უნდა ჩამოყალიბდეს მოთხოვნათა დეტალური სია და განისაზღვროს სანქციები, რომლებიც ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ამოქმედდება.

საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირებულია სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებების მქონე 80 000 ადამიანი, მათი ნაწილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახლში, ნაწილი კი კლინიკებში მკურნალობს.

ყველა ახალი ამბავი
0