ვენეციური არითმეტიკა, ანუ ირაკლი კობახიძის ვატერლოო

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონსტიტუციის პროექტისგან, რომელსაც რამდენიმე თვეა მოსახლეობასთან განიხილავენ და რომელიც ვენეციის კომისიაში იყო გადაგზავნილი, თითქმის აღარაფერი დარჩა, თუ არ ჩავთვლით პრეზიდენტის უფლებების შეკვეცას და უშიშროების საბჭოს გაუქმებას.

დააწყნარებს თუ არა ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირების საკითხი, ამ დღეებში გამოჩნდება.

მანამდე კი საქართველოს პარლამენტი მისთვის უჩვეულო რეჟიმში — პრეზიდენტის მოწვევის გარეშე იწყებს რიგგარეშე სესიას და საქმიანობას უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს მანამ, სანამ კონსტიტუციის პროექტს ორი მოსმენით არ მიიღებს.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ რთული ვენეციური საარჩევნო არითმეტიკა, რომელიც დამატებითი მანდატების მხოლოდ 89-მდე შევსების რეკომენდაციით სრულდებოდა, მაკედონელის სისხარტით გორდიას კვანძივით გაკვეთა. შედეგად — არავითარი ბონუსები და არავითარი რთული მათემატიკური ამოცანები. საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება.

ვენეციის კომისიის დელეგაცია - Sputnik საქართველო
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებს გაეცნო

ორი მთავარი ცვლილება, რომელიც ჯერ კონსტიტუციით, შემდეგ კი ორგანული კანონით განხორციელდება, ასეთია: 1) მაჟორიტარული სისტემა რჩება 2020 წლისათვის; 2) საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაიწევს და, შესაძლოა, პარლამენტში რამდენიმე პარტია შეუშვან. ბლოკების აკრძალვის თემა ისევ აქტუალურია.

გარდა ამისა, საშემოდგომო სესიაზე უმრავლესობა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს შეიტანს და საარჩევნო კომისიებში მყოფი 13 ადამიანიდან 4-ს გარანტირებულად დანიშნავს. კიდევ 6 წევრი პროფესიული ნიშნით შერჩეული, თუმცა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი პირია. ასე რომ, კომისიებში, სადაც გადაწყვეტილებები 2/3-ით, ანუ 9 ხმით მიიღება, მას გარანტირებული 10 ხმაც ექნება – რომელიმე წევრს რაიმე სიჯიუტის ნიშნები თუ აღმოაჩნდა.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს

პარლამენტის თავმჯდომარის, ლამისაა, ერთწლიანი მისვლა-მოსვლა, დებატები, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და დაპირება საარჩევნო კოდექსის შეცვლის შესახებ საბოლოოდ საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევისა და პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის შემოღების დაპირებით დასრულდა. თუმცა საქართველოში ისეთი გრძელვადიანი პოლიტიკური პროგნოზების გაკეთება, როგორიც 2024 წელია, უმადური საქმეა. 

დღევანდელი მდგომარეობით, ირაკლი კობახიძემ და მისმა დასავლურად გამოცხადებულმა გუნდმა პირწმინდად წააგო საკუთარი წილი ვატერლოო უმრავლესობის მაჟორიტარულ ნაწილთან, მაგრამ მთავარია, რომ პარლამენტის პირველი პირი ემოციას არ იმჩნევს. შეასრულებს თუ არა დანაპირებს კობახიძე და გადადგება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან, ეს შემოდგომაზე გამოჩნდება.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა, 20-მდე საკითხს ეხება, თუმცა არის მათგან ნაწილი, რომელსაც ვერც ერთი პოლიტიკური ფიგურა, რაოდენ ავტორიტეტულიც არ უნდა იყოს ის, ვერ გაიტანს პარლამენტში და, ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში. მათგან მთავარია მიწის გასხვისებისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხი.

სოფელი კოთელია - Sputnik საქართველო
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო - გავყიდოთ თუ არ გავყიდოთ

ბოლო დღეებში გავრცელებული თემა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესახებ არარეალისტურად გამოიყურება, მიუხედავად საქართველოს პატრიარქის მიმართ უდიდესი პატივისცემისა. ძნელი საფიქრალია, რომ დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის, ლუქსემბურგისა და მონაკოს მსგავსი კონსტიტუციური მონარქიები და მათი ცხოვრების დონე საქართველოში ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ დღევანდელი გაუგებარი სახელმწიფო მოწყობის ფონზე ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა შეთანხმდეს ქართული საზოგადოება კონსტიტუციურ მონარქიაზე, თან იმ ფონზე, როცა ბაგრატიონთა შტოებს შორის უკვე გაცხარებული ბრძოლა მიმდინარეობს არარსებული ტახტისთვის. თუმცა ამ თემით და მასზე საზოგადოების გამოკითხვით „ოცნება“ რამდენიმე მნიშვნელოვან თემას მაინც გადააგორებს და საქართველოს გაღატაკებულ მოსახლეობას უფასო სანახაობას შესთავაზებს საინტერესო პერსონაჟებით.

დარეჯანის სასახლე თბილისში - Sputnik საქართველო
ვინ არის საქართველოს სამეფო სახლის მეთაური – დე იურე მეფე

მთავარი საკითხი საქართველოს ასევე მთავარი საკანონმდებლო აქტისთვის კონსესუსია. ეს ჯადოსნური სიტყვა ახლა ვენეციის კომისიის კი არა, მთელი საქართველოსთვის მთავარ საკითხად იქცა. ამ სახის საკონსტიტუციო ცვლილებებს არც სამოქალაქო საზოგადოება, არც საპარლამენტო და არც არასაპარლამენტო ოპოზიცია არ ეთანხმება.

მართალია, ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას საპარლამენტო სისტემის გასამართად, მაგრამ — პროპორციული სისტემით პარლამენტის არჩევის შემთხვევაში. ვენეციის კომისია უფრო შორს მიდის და სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის შექმნას გვთავაზობს. თუმცა პრეზიდენტის ხმოსნების მიერ არჩევის საკითხიც 2023 წლისთვის გადაიდო.

„ხშირად, როდესაც საპარლამენტო სისტემის ქვეყანაში პრეზიდენტს პირდაპირ ხალხი ირჩევს, საქმე იქამდე მიდის, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებს, ეს კი თავისთავად გამორიცხავს ნეიტრალურობას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო — ვენეციის კომისია არ თვლის, რომ პრეზიდენტის ირიბი არჩევის წესი აუცილებელია, მაგრამ არც ეწინააღმდეგება ამ ცვლილებას. აქ ერთადერთი დათქმაა: ჩვენ ვთვლით, რომ ამ სისტემაზე გადასვლას დრო სჭირდება, შესაბამისად, ეს ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს არა დაუყოვნებლივ ან შემდეგ წელს, არამედ 2023 წლიდან. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს იმასაც გამორიცხავს, რომ მსგავსი სისტემური ცვლილება რომელიმე კონკრეტული პირის წინააღმდეგ იყოს მიმართული“, — განაცხადა ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა საქართველოს კონსტიტუციის პროექტის კომენტირებისას.

მისივე თქმით, ახალი ცვლილელები ასევე ამარტივებს პარლამენტისთვის პრემიერისა და მთავრობის დათხოვნას, თუ ისინი პარლამენტის ნდობით ვეღარ სარგებლობენ.

მიუხედავად პრეზიდენტის წინააღმდეგობისა, დღეს რიგგარეშე სესია მაინც გაიმართება. ჩვენი ინფორმაციით, ის გაგრძელდება მანამ, სანამ საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს ორი მოსმენით არ მიიღებს.

შემდეგ კი მთავარი ინტრიგა მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები და ადგილობრივი, ხელისუფლებისთვის არცთუ ისე იოლი არჩევნებია, თუმცა ამაზე შემდეგ სტატიებში.

 

 

ავტორის მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვევოდეს რედაქციის პოზიციას!

 

ყველა ახალი ამბავი
0