ვინ არის საქართველოს სამეფო სახლის მეთაური – დე იურე მეფე

© Sputnik / Alexander Imedashviliდარეჯანის სასახლე თბილისში
დარეჯანის სასახლე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტი თამაზ ჩიქვანაია ბაგრატიონთა დინასტიაზე და საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრეებზე მოგვითხრობს.

ბაგრატიონთა დინასტია ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. ვახტანგ მეექვსის მიერ შედგენილ ბაგრატიონთა „ნათესაობის წიგნში“ ქართველი ხალხი ბიბლიური ნოეს შვილის — იაფეტის ჩამომავლადაა მიჩნეული, ხოლო ბაგრატიონთა გვარი — ნოეს უფროსი შვილის სემის შთამომავლად.

დავით აღმაშენებლის უცნობი ისტორიკოსის თქმით, ქართველთა მეფე ბიბლიური დავითის 78-ე შთამომავალი იყო. ბაგრატიონთა ბიბლიური წარმომავლობა გამჟღავნებული იყო ერთიანი საქართველოს გერბშიც, რომელზეც გამოსახული იყო უფლის კვართი, სფერო, კვერთხი, ხმალი, ქნარი და შურდული. ქნარი და შურდული სწორედ დავით წინასწარმეტყველს უკავშირდება. შურდულით მან გოლიათი მოკლა, ხოლო ქნარზე უფალს უტკბილეს ფსალმუნებს უგალობდა, რის გამოც მას მეფსალმუნეც ეწოდება. თანამედროვე მკვლევართა თვალსაზრისით, ბაგრატიონები ძველი ქართული პროვინციის სპერის მკვიდრები იყვნენ. ამ საგვარეულოს ეკუთვნოდა ქართლის ერისმთავარი აშოტი, რომელიც ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებლად არის მიჩნეული. ქართველთა მეფის წოდება ამ დინასტიიდან პირველად მე-9 საუკუნეში მიიღო ადარნასე მეორე კურაპალატმა. შემდგომში ამ წოდების მფლობელებად მხოლოდ მისი მემკვიდრეები გვევლინებიან. გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III ამ სამეფო დინასტიის ტაო-კლარჯეთის შტოს ეკუთვნის. ეს დინასტიური განშტოება XI საუკუნეში წყვეტს თავის არსებობას და საქართველოში ძალაუფლებისათვის ბრძოლას აფხაზი ბაგრატიონების შტო აგრძელებს.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქი საქართველოში საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების მომხრეა

XII–XIII საუკუნეებში ბაგრატიონებმა შეძლეს არა მარტო ძლიერი ერთიანი საქართველოს შექმნა, არამედ მათ ეს სახელმწიფო საერთო-კავკასიურ სახელმწიფოდაც აქციეს. ამავე პერიოდში, გიორგი III-ის დროს ფაქტიურად წყდება მამაკაცის ხაზი და ბაგრატიონთა დინასტია ქალის ხაზით აგრძელებს მეფობას. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ძირითადი შტო ქართლის ბაგრატიონები არიან. 

საერთაშორისო და საქართველოს დინასტიური კანონმდებლობა სამეფო ტახტის მემკვიდრის განსაზღვრისათვის, პირველ ყოვლისა, ითვალისწინებს იმას, თუ ვინ არის საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-სა და ასევე ერთიანი საქართველოს დაშლის (ქართლი, კახეთი, იმერეთი) წინ მყოფი მეფე გიორგი VIII-ს შთამომავალი.

ფეისბუქი - Sputnik საქართველო
უკაცრავად, ხომ ჯანსაღად ხართ? ანუ მონარქია „ფეისბუქზე“

ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII აერთიანებდა მამის ხაზით აღმოსავლეთ საქართველოს დავით-ულუს შტოს და დედის ხაზით – დასავლეთ საქართველოს დავით-ნარინის შტოს, რასაც ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ერთიანი საქართველოს სამეფო შტოს ლეგიტიმაციისათვის. მეფე გიორგი VIII იძულებით კახეთში გამაგრდა. ასე დაედო კახეთის სამეფო შტოს სათავე. გიორგი VIII ერთიანი საქართველოს ტახტის აღდგენას ცდას არ აკლებს და ამ ბრძოლას მისი პირდაპირი შთამომავლებიც აგრძელებენ, რასაც აგვირგვინებს ერეკლე II. 1790 წელს, მეფე ერეკლე II-ს დროს დადებულ იქნა „ივერიელთა ტრაქტატის“ სახელით ცნობილი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ერეკლე II აღიარებულია სრულიად საქართველოს სუვერენად – „ვითარცა მამა საზოგადო მათი“, რასაც ხელს აწერენ იმერეთის მეფე სოლომონ II, გრიგოლ დადიანი და სიმონ გურიელი, რაც შემდგომ მემკვიდრეობით გადაეცა მეფე ერეკლე II-ს ძეს – საქართველოს უკანასკნელ მეფე გიორგი XII-ს.

მიხაი ზიჩი - Sputnik საქართველო
სად არის დაკრძალული თამარ მეფე

1801 წელს რუსეთის იმპერატორი აუქმებს საქართველოში მონარქიას, სამეფო ტახტის მემკვიდრეების გვარს კი, სხვა თავადი ბაგრატიონებისგან გამოსარჩევად, დაუმატეს – „გრუზინსკი“ („საქართველოსი“ – „Of Georgia“). ამიტომაც დღემდე მხოლოდ სამეფო ოჯახი ატარებს ბაგრატიონ-გრუზინსკის გვარს.

1865 წელს, როდესაც რუსეთში გადასახლებული საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, კერძოდ, გიორგი XII-ის შვილიშვილი, ბატონიშვილი და უგანათლებულესი თავადი ალექსანდრე ბაგრატის ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ახალქალაქში გარდაიცვალა, მისი ცხედარი სვეტიცხოვლის საძვალეში დაკრძალეს, სადაც გიორგი XII და ერეკლე II არიან დაკრძალულნი. მის საფლავის ქვაზე სვეტიცხოველში აწერია: „აქ მდებარეობს ბატონიშვილის ბაგრატის შვილი ალექსანდრე, საქართველოს სამეფოს სახლთშთამომავალი, ყოვლად სახიერო ღმერთო რომელიც ხარ [მ]დაბალი შეიტკბე მოწყალებითა შენდა შესვენებული…”

1922 წელს, როდესაც გარდაიცვალა საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, ბატონიშვილი პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი, მის დაკრძალვას სვეტიცხოვლის სამეფო რეგისტრში ახლადმოსულმა ბოლშევიკურმა მთავრობამაც კი ვერ გაუწია წინააღმდეგობა.

გერგეთის მონასტერი - Sputnik საქართველო
მეფეები ბაგრატ მესამე და სოლომონ პირველი წმინდანებად შერაცხეს

ხოლო 1996 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სვეტიცხოვლის სამეფო რეგისტრში გადმოსვენებულ და მამის გვერდით დაკრძალულ იქნა საქართველოს სამეფო სახლის ყოფილი მეთაური, ბატონიშვილი პეტრე პეტრეს ძე ბაგრატიონი-გრუზინსკი, დღევანდელი საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, ბატონიშვილი ნუგზარ პეტრეს ძე ბაგრატიონი-გრუზინსკის მამა.

2006 წელს „ბაგრატოვანთა სახლის“ მიერ ხელმოწერილ იქნა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტახტის მემკვიდრედ ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი არის აღიარებული. მემორანდუმი ემყარება სამართლებრივ, ისტორიულ და გენეალოგიურ საფუძვლებს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსების, ქართული გენეალოგიური საზოგადოების, საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს აღიარებებს; საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო არქივებში დაცულ ისტორიულ-სამართლებრივ დოკუმენტებს; სრულიად რუსეთის მონარქისტული ცენტრის, რუსეთის საიმპერატორო გვარის მოსკოვის მემორიალური მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს და პეტრე-პავლეს საიმპერატორო საზოგადოების აღიარებებს.

იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი მამასთან ბაგრატ ბაგრატიონ მუხრანელთან - Sputnik საქართველო
მეფის შთამომავალი, თავადი ბაგრატ ბაგრატიონ-მუხრანელი ესპანეთში გარდაიცვალა

თავადაზნაურთა და სამეფო ხელისუფლების საერთაშორისო კომისიის (აშშ) დასკვნით, ერთიანი საქართველოს სამეფო სახლის მეთაურად – დე იურე მეფედ აღიარებულია ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი. იმის გამო, რომ ბატონიშვილ ნუგზარს ჰყავს ქალიშვილები, ეს არ ნიშნავს, რომ ტახტის მომავალი მემკვიდრე ვაჟები ვეძებოთ ქართლისა და იმერეთის ბაგრატიონთა თავადურ შტოებში. საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით ეს განიხილება როგორც სამეფო ტახტის უზურპაციის მცდელობა. ბატონიშვილი ნუგზარი გაგებით შეხვდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს წინადადებას, თავისი სამეფო ღირსება გადასცეს თავისი ქალიშვილის ხაზით შვილიშვილს, რადგან მხოლოდ სამეფო სახლის მეთაურის პრეროგატივაა ტახტის მომავალი მემკვიდრის გამოცხადება.

ყველა ახალი ამბავი
0