კრასნოდარში ქართული კინოს დღეები იმართება

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიკახი კავსაძე ფილმში მონანიება
კახი კავსაძე ფილმში მონანიება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრასნოდარელი მაყურებელი ნახავს ქართული კინოს კლასიკას და საუკეთესო თანამედროვე ფილმებს.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. კრასნოდარის კინოთეატრ „კუბანკინოში" უკვე მესამედ ტარდება ქართული კინემატოგრაფიის დღეები — ღონისძიება 20 ივნისს დაიწყო და 25 ივნისამდე გაგრძელდება.

ქართული კინოს დღეების ორგანიზატორია კრასნოდარის კულტურის სამხარეო სამინისტრო და კინოთეატრი „კუბანკინო", მხარდამჭერია — ქართული სამხარეო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ივერია".

გახსნის დღეს, 20 ივნისს მაყურებელს ელოდა არა მარტო ქართული კინოხელოვნების ნაწარმოებებთან შეხვედრა, არამედ ქართული სამხარეო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ივერიის" წევრთა საცეკვაო შემოქმედება და ქართული ეროვნული სამზარეულოს კერძები.

რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი - Sputnik საქართველო
„წლის რეჟისორი": რეზო გიგინეიშვილი ნომინირებულია GQ-ს პრემიაზე

„ქართულ კინემატოგრაფიას ყოველთვის გამოარჩევდა განსაკუთრებული ენა, არაორდინარულობა და არაჩვეულებრივი პოეტურობა და ის მთელ მსოფლიოს აოცებდა განუმეორებელი ეროვნული კოლორიტით, რომლის წყარო მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ტრადიციებია. სწორედ ასეთ კინემატოგრაფიას გაეცნობიან ქართული კინოხელოვნების თაყვანისმცემლები, როდესაც ქართული კინოს დღეების მონაწილენი გახდებიან", — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

საფესტივალო ჩვენება გაიხსნა ქართული კინოს მაესტროს სერგო ფარაჯანოვის ძმისშვილის გიორგი ფარაჯანოვის ფილმით „ყველა წავიდა". ამ ფილმის სცენარისთვის მას ანდრეი ტარკოვსკის სახელობის კონკურსზე „სარკე" მთავარი პრიზი გადაეცა.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია - Sputnik საქართველო
ოპერის ვარსკვლავი კორიჯიო – თბილისი მომღერალ ფილიმონ ქორიძეს იხსენებს

ქართული კინოს დღეების პროგრამას გააგრძელებს ოთარ იოსელიანის, თენგიზ აბულაძის და რეზო ჩხეიძის ფილმები.

21 ივნისს მაყურებლები ნახავენ ოთარ იოსელიანის ფილმს „ზამთრის სიმღერა", ხოლო 22 ივნისს, ხსოვნის დღეს რეზო ჩხეიძის შემოქმედების თაყვანისმცემლები ნახავენ საკულტო ფილმს „ჯარისკაცის მამა". გამოჩენილი რეჟისორის თენგიზ აბულაძის კინოეპოპეა "მონანიება", რომელიც პირველი ანტიტოტალიტარული სურათია და 1987 წლის კანის ფესტივალის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, ქართული კინოს დღეების პროგრამას 24 ივნისს გააგრძელებს.

ქართული კინემატოგრაფიის ახალი ტალღის თაყვანისმცემლები გაეცნობიან ლევან კოღუაშვილის და გიორგი ოვაშვილის შემოქმედებას და ნახავენ მელოდრამას „ბრმა პაემნები" და ფილმს „სიმინდის კუნძული".

ორგანიზატორთა თქმით, ქართული კინოს დღეები კრასნოდარელ მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს გაეცნოს ეროვნული კინემატოგრაფიის შედევრებს და საქართველოს თვითმყოფად კულტურას.

ყველა ახალი ამბავი
0