მიხეილ ჯანელიძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

© FB / МИД Грузииმიხეილ ჯანელიძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
მიხეილ ჯანელიძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტერიალზე ძირითადი განხილვის თემა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების საკითხი იყო, რომელიც ნოემბრის თვეშია დაგეგმილი.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ორშაბათს ლუქსემბურგში გაიმართა, ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის თავმჯდომარეობით გაიმართა. მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრი ქვეყნის და ასევე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებების პირველმა პირებმა.

ექსპერტი პეტრე მამრაძე - Sputnik საქართველო
მამრაძე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი გარკვეული არ არის

მინისტერიალს ასევე ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

მინისტერიალი ბრიუსელში 24 ნოემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ გაიმართა და, შესაბამისად, შეხვედრაზე მსჯელობა ფოკუსირებული იყო სამიტის მოლოდინებზე.

შეხვედრაზე დიპლომატებმა ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და პერსპექტივებზე, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსახლეობისთვის პრაქტიკული შედეგების მიღწევაზე.

ამ კონტექსტში აღინიშნა საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა — ძირითადი პრიორიტეტები და შედეგები“, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ სამოქმედო გეგმას და ითვალისწინებს კონკრეტულ ინიციატივებსა და მისაღწევ შედეგებს როგორც 2017 წლის სამიტისთვის, ასევე 2020 წლისთვის.

მინისტერიალის მონაწილეებმა დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების, ეკონომიკური და სექტორალური განვითარების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის ხელშეწყობის აუცილებლობა აღნიშნეს.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის როლს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ჯანელიძემ დადებითად შეაფასა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ როლი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.

მიხეილ ჯანელიძე და ვიტოლდ ვაშიკოვსკი - Sputnik საქართველო
„ვიშეგრადის ოთხეული" საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს

როგორც ჯანელიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა მზადაა აამოქმედოს ევროკავშირთან თანამშრომლობის სრული პოტენციალი, რათა მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ასოცირების პროცესის სარგებელი.

სამიტის ფარგლებში ჯანელიძემ შეხვედრა გამართა დანიელ კოლეგა ანდერს სამუელსენთან. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარე წლის ივლისში დანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელი აღინიშნება.

გიორგი კვირიკაშვილი და იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
იოჰანეს ჰანი: საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი ლიდერია

ქართველმა დიპლომატმა სამუელსენს მადლობა გადაუხადა საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და ასევე 2017-2021 წლების დანიის სამეზობლო პროგრამაში (DANEP) საქართველოს ჩართვისთვის. პროგრამის მიზანია საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცება და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის ხელშეწყობა.

ევროკავშირის პროექტი "აღმოსავლეთ პარტნიორობა" მიმართულია ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. აქედან სამმა სახელმწიფომ (უკრაინა, საქართველო და მოლდოვა) 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრებისა და დარგობრივი სამინისტროების ხელმძღვანელების დონეზე 2012 წლიდან ტარდება.

მიმდინარე წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქლაქეების მიერ შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტების განსახორციელებლად ვიზები გააუქმა.

ყველა ახალი ამბავი
0