თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღწეული პროგრესის წყალობით, საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ლიდერი ქვეყნების ჩამონათვალშია, — განაცხადა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა (Johannes Hahn).
„ევროკომისარმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქრათველოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, პრესსამსახურის ინფორმაციით, იოჰანეს ჰანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ბრიუსელში შეხვედრისას, ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ახლა უკვე ევროპარლამენტზე დამოკიდებული.
საქართველოს დელეგაცია გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის მიზნით, სამშაბათს გაემგზავრა ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტით.