თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირი და საქართველო — ნამდვილი პარტნიორები არიან, დაწერა ქართულ ენაზე ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა "ტვიტერის" მიკრობლოგში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ევროკავშირი და #საქართველო–ნამდვილი პარტნიორები. განცხადება პრემიერმინისტრთან @KvirikashviliGiშეხვედრის შემდეგ https://t.co/GiKZtUeupi
— Donald Tusk (@eucopresident) 9 февраля 2016
ბრიუსელში შეხვედრაზე, რომელიც სამშაბათს გაიმართა, განიხილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხები და რეფორმების განხორციელების მიმდინარეობა, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
ტუსკის „ქართულს“ ქართველი გამომწერების აღფრთოვანებული კომენტარები მოჰყვა, რომლებიც მას მადლობას უხდიდნენ იმისთვის, რომ მან მათ მშობლიურ ენაზე დაწერა და აღნიშნავდნენ, რომ საქართველო მუდამ ევროპის განუყოფელი ნაწილი იქნება.