„შეხვედრები თბილისში": საქართველოს დედაქალაქი ხარკოვის თეატრს DIY-ს მასპინძლობს

© Sputnik / Levan AvlabreliDIY
DIY - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაში მდგომარეობს თეატრალური პროექტი Зустрічі в Тбілісі თეატრალური შეხვედრები" და რა ელის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პროექტის სპექტაკლებზე? ამის შესახებ "Sputnik-საქართველოს" უამბეს ინიციატივის მონაწილეებმა - ექსპერიმენტულმა თეატრმა Tilde და ხარკოვის თეატრმა DIY.

თბილისში დაიწყო ახალი თეატრალური პროექტი "Зустрічі в Тбілісі" თეატრალური შეხვედრები". პროექტის ფარგლებში ორი სპექტაკლის ჩვენება გაიმართება: 15 ივნისს ხარკოველები აჩვენებენ თბილისში კომედიას Как дети (იასმინა რეზას პიესის Le Dieu du carnage-ის მიხედვით, რეჟისორი ოლეგ დიდიკი), 16 ივნისს Tilde-ის დასი წარმოადგენს ერიკ-ემანუელ შმიტის კომედია-ფარსს "ლიბერტინს" — ეს არის ისტორია დიდი ფილოსოფოსის დენი დიდროს ცხოვრებიდან.

ორივე სპექტაკლის ჩვენება „ახალი თეატრის" სცენაზე 20:00 საათზე გაიმართება (მის. დავით აღმაშენებლის, 123).

სცენა სპექტაკლიდან - Sputnik საქართველო
მარჯანიშვილის თეატრი ისრაელის საერთაშორისო ფესტივალზე

თეატრ Tilde-ის რეჟისორის თქმით, თეატრალური პროექტი Зустрічі в Тбілісі ჩაფიქრებულია უკრაინისა და საქართველოს არასახელმწიფო და მოყვარული თეატრების ჩვენებებისათვის. შემდგომში ის გაფართოებას გეგმავს და სხვა ქვეყნების თეატრალური კოლექტივების მოწვევას აპირებს.

„პროექტი ჩაფიქრებულია ორი თეატრის ინიციატივით — ექსპერიმენტული თეატრ Tilde-ის და ხარკოვის თეატრ DIY-ს მიერ, იმისათვის, რომ არასახელმწიფო და მოყვარული თეატრების რეჟისორებმა და მსახიობებმა სხვადასხვა ქვეყნების მაყურებელს საკუთარი შემოქმედება აჩვენონ. ვიცი, რომ ქართველი მაყურებელი საკმაოდ მომთხოვნია და ამავე დროს მადლიერიცაა. ძალიან მინდოდა, რომ ჩემმა თანამემამულეებმა აქ ჩამოსვლა და თავისი სპექტაკლების ჩვენება შეძლონ", — განაცხადა Tilde-ის რეჟისორმა ოქსანა ჩადაევამ.

ქუთაისის შესასვლელში - Sputnik საქართველო
ქუთაისში გაიხსნა ფესტივალი „ თეატრალური იმერეთი 2017“

ხარკოვის თეატრის დირექტორმა მაქსიმ იევლევმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლის იდეა მას ჯერ კიდევ 2016 წელს გაუჩნდა და აქ გამოსვლა მისი ოცნება იყო.

„საქართველოში პირველად არ ვარ, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს. აქ გამოსვლა ჩემთვის ნამდვილი ოცნება იყო, რომელიც დღეს ამისრულდება. რაც შეეხება ჩვენს თეატრს, ის ჯერ კიდევ ორი წლისაა. რეპერტუარში ხუთი სპექტაკლი გვაქვს. დღევანდელი სპექტაკლი ბოლოა. მისი პრემიერა ხარკოვში 8 აპრილს შედგა", — განაცხადა იევლევმა.

სპექტაკლი Как дети — ორი ოჯახური წყვილის ისტორია, რომლებიც ერთმანეთს მას შემდეგ გაიცნობენ, რაც მათი ვაჟები სკოლაში იჩხუბებენ. თითოეული წყვილი მეორე წყვილს აკრიტიკებს, საკუთარ პრობლემებს კი ვერ ხედავს. აღსანიშნავია, რომ იასმინა რეზას ორიგინალური პიესა "2008 წლის ლონდონის საუკეთესო კომედიად" დასახელდა და ლოურენს ოლივიეს სახელობის თეატრალური პრემია დაიმსახურა.

სცენა სპექტაკლიდან „ხანუმა - Sputnik საქართველო
თეატრი „У Моста' თბილისში „ხანუმას“ და სისხლიან მაკდონაჰს აჩვენებს

„თავად პიესაში არის ასეთი სტრიქონი: „როდესაც მშობლები საკუთარ შვილებს იცავენ, ისინი თავად ბავშვებს ემსგავსებიან. ამ სტრიქონში პიესის აზრია", — მიიჩნევს თეატრ DIY-ის მსახიობი ალექსეი რისტენკო.

როგორც თეატრის მსახიობი ალინა კოვალი აღნიშნავს, თეატრ DIY-ში დადგმული ყველა სპექტაკლი ძალიან მრავალფეროვანია და მსახიობები თავს სხვადასხვა ჟანრში ცდიან.

„აბსურდის კომედია მროჟეკის მიხედვით დავდგით, კუპრინის მიხედვით „ორმო". ამჟამად ქორეოგრაფიულ-პლასტიკურ სპექტაკლს ვამზადებთ, რომელიც უსიტყვო იქნება. რაც მთავარია, მთელს ჩვენს ძალებს, დროს, სურვილს ვუთმობთ იმას, რითაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვართ დაკავებულები, მაგრამ თავისუფალ დროს, საღამოებს, დღესასწაულებს თეატრში ვატარებთ", — აღიარა მსახიობმა.

თეატრი DIY (Do It Yourself – თავად გააკეთე) — არასახელმწიფო თეატრია, რომელიც 2015 წელს ხარკოვში შეიქმნა იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც სხვადასხვა წლებში სამსახიობო ოსტატობის სკოლა რეჟისორ ოლეგ დიდიკის ხელმძღვანელობით დაამთავრეს. თეატრის რეპერტუარში ხუთი სპექტაკლია. თეატრში სამსახიობო ოსტატობის საკუთარი კურსი არსებობს. 2017 წლის 4-9 ივლისს ხარკოვის თეატრი როსტოვში ფესტივალ Театральная вольница-ზე წარსდგება.

Tildе თბილისის ექსპერიმენტული თეატრია, შეიქმნა 2004 წელს. ორჯერ გახდა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის "აღმოსავლეთი–დასავლეთი" (პოლონეთი, კრაკოვი) ლაურეატი, 2017 წლის აპრილში მიიღო ფესტივალის ჯილდო "საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის". დასის წევრები — სხვადასხვა ეროვნების ქალებია, მათ სპექტაკლებში ასახულია გენდერული ურთიერთობების მწვავე პრობლემები. 2017 წელს თეატრი სომხეთის თეატრალურ ფესტივალზე წარსდგება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0