ქუთაისში გაიხსნა ფესტივალი „ თეატრალური იმერეთი 2017“

© photo: Sputnikქუთაისის შესასვლელში
ქუთაისის შესასვლელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის ეგიდით ჩატარებული ყველა სპექტაკლზე დასწრება უფასოა.

თბილისი, 27 მაისი-Sputnik. ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2017“ ქალაქ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნა.

რიგით მერვე ფესტივალი 14 ივნისამდე გაგრძელდება.

ტრადიციულად, ფესტივალი იმერეთის მხარის თეატრებს აერთიანებს და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. მასში მონაწილეობენ პროფესიონალური და სახალხო თეატრები ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, წყალტუბოდან, ჭიათურიდან, ტყიბულიდან,ხონიდან, საჩხერიდან, თერჯოლიდან, სამტრედიიდან, ვანიდან და ხარაგაულიდან. ფესტივალში მონაწილეობენ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის  სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეტრი და კახის ქართული სახელმწიფო თეატრი აზებაიჯანიდან.

Art Gene 2016 - Sputnik საქართველო
ფესტივალი Art-Geni ივლისში გაიმართება

„წელს ფესტივალი სულ სხვა  რეპერტუარით წარსდგება ჟიურის განახლებული შემადგენლობის წინაშე. მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეობენ ჩვენი ძმები აზერბაიჯანიდან, რომელთაც ძალიან აკლიათ ჩვენი ყურადღება. მათი მონაწილეობა კიდევ უფრო დაახლოებს მშობლიურ ფესვებთან და კომუნიკაციისა და პერსპექტივის ახალ გზებს გამოაჩენს“.- ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

ფესტივალის საპატიო სტუმარია თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეტრი, რომელიც თემურ ჩხეიძის პიესით „Art-ხელოვნება“ წარსდგება მაყურებლის წინაშე.

სპექტაკლები დაიწყება 18:30. დასწრება თავისუფალია.


ყველა ახალი ამბავი
0