კრედიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 58%-მდე დაიკლო

გამოწერა
მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მოსახლეობის დოლარში არებული კრედიტების წილი 48%-მდე შემცირდა, ხოლო კრედიტების საერთო მოცულობაში – 58%-მდე.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა, რომლებიც უცხოურ ვალუტაში კრედიტების წილის შემცირებისკენ იყო მიმართული, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიიღო, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
მინისტრი: პრინციპულად მნიშვნელოვანია დოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტა

მთავრობის გეგმა ითვალისწინებდა იპოთეკური კრედიტების ნაწილის ეროვნულ ვალუტაში გადაყვანას, უცხოურ ვალუტაში სამომხმარებლო კრედიტების გაცემის აკრძალვას, ფასების ეროვნულ ვალუტაში სავალდებულო მითითებას და სხვა ზომებს.

„ჩვენი ლარიზაციის სტრატეგიის იმპლემენტაციის დაწყებიდან სულ რაღაც 5 თვე გავიდა და დღეს უკვე შეგვიძლია გარკვეულ სტატისტიკაზე საუბარი. ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 58%-დან 48%-მდეა შემცირებული, მთლიანი სესხების დოლარიზაციამ კი 65%-დან 58%-მდე დაიკლო", — ციტირებს ქუმსიშვილს ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

მინისტრის თქმით, დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტი არაერთი ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა, რომელზეც პასუხის გაცემას მრავალი ქვეყნის მთავრობა და ცენტრალური ბანკი ცდილობს.

„საქართველოს მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ლარიზაციის მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა თანამეგობრობის მხრიდან", — განაცხადა ქუმსიშვილმა.

უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტების ლარში კონვერტაციის სამთავრობო პროგრამა 2017 წლის 1 იანვრიდან 17 მარტამდე გაგრძელდა და ოფიციალურ გაცვლით კურსთან შედარებით 0,2 ლარით უფრო დაბალი კურსით ხორციელდებოდა.

მრგვალი მაგიდა თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში - Sputnik საქართველო
ექსპერტი: კრედიტთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების გზა - არ აიღოთ ის

იპოთეკური კრედიტების ლარში კონვერტაციის სამთავრობო პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 4500 ოჯახმა, რომლებმაც კრედიტები ლარში გადაიტანეს. ეს სახელმწიფოს ერთჯერადი აქცია იყო — ამ პროგრამის შედეგად 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პორტფელის ლარიზაცია განხორციელდა.

სუბსიდირების პროგრამა შეეხო მხოლოდ უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის მიმდინარე სესხებს (40 ათას აშშ დოლარამდე), რომელთა წარმოშობა მოხდა 2015 წლის 1 იანვრამდე. ნარჩენი ღირებულების კონვერტაცია მიმდინარეობდა 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, თუ 2015 წლის 1 იანვრისთვის ის არ აღემატებოდა სესხის ძირითად თანხას.

კრედიტების ლარში კონვერტაციის გარდა, საქართველოში იანვრიდან აიკრძალა 100 000 ლარის ეკვივალენტის იპოთეკური კრედიტის დოლარში გაცემა და უძრავ ქონებაზე ფასების დოლარში მითითება.

ყველა ახალი ამბავი
0