ექსპერტი: კრედიტთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების გზა - არ აიღოთ ის

© Sputnik / Levan Avlabreliმრგვალი მაგიდა თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში
მრგვალი მაგიდა თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში შეკრებილმა ექსპერტებმა საქართველოში კრედიტებთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ქართულმა საზოგადოებამ ცხოვრება შესაძლებლობების მიხედვით უნდა ისწავლოს — ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მონაწილეები მრგვალი მაგიდის „საკრედიტო პოლიტიკა საქართველოში: გუშინ, დღეს, ხვალ", რომელიც თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართა.

საქართველოში კრედიტების პრობლემა ძალიან აქტუალურია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ათიდან 6-7 საქართველოს მოქალაქეს კრედიტი აქვს.

„ჩემი რჩევაა არ აიღონ კრედიტი. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა ისწავლოს იცხოვროს შესაძლებლობების მიხედვით", — განაცხადა გაზეთ „ბანკები და ფინანსების" მთავარმა რედაქტორმა ზურაბ კუკულაძე.

მისი თქმით, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი თავის და არა ბანკის იმედი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მოჯადოებულ წრედ გადაიქცევა.

© Sputnik / Levan Avlabreliგაზეთ "ბანკები და ფინანსების" მთავარი რედაქტორი ზურაბ კუკულაძე
Главный редактор газеты Банки и Финансы Зураб Кукуладзе - Sputnik საქართველო
გაზეთ "ბანკები და ფინანსების" მთავარი რედაქტორი ზურაბ კუკულაძე

„თუ რეალურად გჭირდებათ ფული, ბანკების გარდა, კრედიტების გამცემი სხვა ინსტიტუტები არ არსებობს… რეალურად, ჩვენს ქვეყანაში ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის ანუ ფინასური შიმშილის პრობლემა დგას. ასეთი ფინანსური შიმშილის პირობებში ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რა პირობებით იღებენ კრედიტს. ყველა საუბრობს დაბალ საფინანსო განათლებაზე და ქვეყანაში პრობლემა არ იმაშია, სად ავიღოთ კრედიტი, არამედ იმაში, რომ ადამიანებს პირობები არ ესმით. ეს მხოლოდ იმ პირის პრობლემა არ არის, ვინს იღებს კრედიტს. რადგან ადამიანს არ შეუძლია მოელაპარაკოს ბანკს კრედიტის მისთვის მისაღებ პირობებზე, მას ხელშეკრულების წაკითხვის მოტივაცია ეკარგება და ის იძულებულია ბანკის ყველა პირობაზე დათანხმდეს", — განაცხადა კუკულაძემ.

მაგალითისთვის მან ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი მოიყვანა, რომელმაც არ იცის ფინანსური ტერმინები და ვერც კი ხვდება, კრედიტს რა პროცენტით იღებს.

„თუ ყველა დაიწყებს პირობების სწავლას და ტერმინების გარკვევას, მანქანებს ვინ შეაკეთებს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ეს სახელმწიფოს საქმეა, და ეროვნულმა ბანკმა ამ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციები უნდა მისცეს", — განაცხადა კუკულაძემ.

კიდევ ერთ პრობლემად ექსპერტმა ონლაინ-კრედიტები დაასახელა.

ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
მეტი ინფორმაცია მომხმარებელს კრედიტზე და „ქცევის კოდექსი" ბანკებს

„ისინი მოქალაქეების გადახდისუნარიანობას არ სწავლობენ, რადგან მათთვის სულ ერთია, არის თუ არა მოქალაქე გადახდისუნარიანი. მით უმეტეს, თუ ის გადახდისუნარიანია, მისგან მეტის მიღება შეიძლება… ადამიანებმა არ იციან, რა პირობებით იღებენ კრედიტებს, მაგრამ, მათ ეს არც სჭირდებათ, რადგან მოტივაცია არ გააჩნიათ", — განაცხადა კუკულაძემ.

ექსპერტები აზრი პრობლემურ კრედიტებსაც შეეხო.

„როდესაც საუბარია ვალის გადახდაზე, არავინ დაობს, რომ ვალს გადახდა უნდა. მაგრამ არავის უხარია კრედიტის აღება, ხშირად ეს ავადმყოფობასთან არის დაკავშირებული, ადრე კი საპროცესო გარიგებებს უკავშირდებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ კრედიტის დაფარვა რთულია. და ხშირად გადაწყვეტილების აღსრულება მოვალეებთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი და არაადექვატურია", — განაცხადა იურისტმა გიორგი ქოიავამ.

მისი თქმით, ყველაზე მტკივნეულია იპოთეკური კრედიტები.

© Sputnik / Levan Avlabreliიურისტი გიორგი ქოიავა
Юрист Георгий Коява - Sputnik საქართველო
იურისტი გიორგი ქოიავა

„ასეთი კრედიტების საქმეები სასამართლოში გადადის, და ხშირად მათი განხილვა ჭიანურდება. ამ დროს ვალს პროცენტები ერიცხება. ყველაზე დიდი დატვირთვა სამოქალაქო სასამართლოზე მოდის, მოსამართლეები ბევრია, მაგრამ სამოქალაქო საქმეები თვეების განმავლობაში იხილება, მაშინ, როდესაც იქ განსახილველი არაფერია", — აღნიშნა ქოიავამ.

ამ დროს ქოიავამ წარსული პერიოდის ტენდენცია გაიხსენა, როდესაც მოქალაქეებს კრედიტებს ბანკები პირდაპირ ქუჩაში სთავაზობდნენ. მან ეს საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობის მთავარ მიზეზად დაასახელა — იმის გამო, რომ მოსახლეობამ კრედიტები აიღო და შემდგომში მათი გასტუმრება ვერ შეძლო.

ყველა ახალი ამბავი
0