მინისტრი: პრინციპულად მნიშვნელოვანია დოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტა

გამოწერა
მთავრობის პოლიტიკა ლარის მხარდაჭერის კუთხით გრძელვადიან მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გარე ფაქტორებზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ეროვნული ვალუტის მხარდაჭერის გზით მიდის, რაც სწორი გადაწყვეტილებაა, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირების დონისა და ეროვნული ვალუტის კურსის შენარჩუნების სამთავრობო პროგრამის კომენტირებისას. 

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
საქართველოში ფასების მხოლოდ ლარში მითითება იქნება შესაძლებელი

 „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტა.  ყველას კარგად გვესმის, რომ დოლარიზაციის დონე ჩვენი ეკონომიკის სერიოზული რისკია. ლარიზაციის ის პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ იყო არჩეული, არის ძალზე მნიშვნელოვანი  და ძალზე გრძელვადიანი მიმართულება“, — განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკას ეს მეტ მდგრადობას შესძენს და გარე შოკებისგან დაიცავს.

სამთავრობო გეგმა ითვალისწინებს იპოთეკური კრედიტების ნაწილის ეროვნულ ვალუტაში გადაყვანას, სამომხმარებლო კრედიტების უცხოურ ვალუტაში გაცემის აკრძალვას, ფასების ეროვნულ ვალუტაში სავალდებულო მითითებას და სხვა ზომებს.


ყველა ახალი ამბავი
0