თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმად აუცილებელია ფასების ეროვნულ ვალუტაში — ლარში მითითება.
აღნიშნული ცვლილებები საქართველოს მთავრობის გეგმის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ეროვნული ვალუტის განმტკიცებას ისახავს მიზნად. საქართველოში უცხოურ ვალუტაში ფასები, ძირითადად, უძრავი ქონების გაყიდვის ან არენდით გაცემის, ასევე ავტომობილების გაყიდვისა და უცხოეთში მოგზაურობის დროს არის მითითებული.
„საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის და/ან მომსახურების გაწევის, ან ქონების შეთავაზების ან რეკლამირების რეალიზაციის და/ან მომსახურების გაწევისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარში“, — ნათქვამია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში.
შესაბამის ცვლილებები შევიდა ასევე კანონში „რეკლამის შესახებ“.
საქართველოს მთავრობამ ლარის გამყარების გეგმა ნოემბერში, აშშ დოლართან მიმართებით ლარის მკვეთრი დაცემის შემდეგ მიიღო. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს იპოთეკური სესხების ნაწილის ლარში გადატანას დაბალი კურსით და ბიუჯეტში შემოსულობების გაზრდას თამბაქოს ნაწარმზე, ავტომობილებზე, საწვავსა და სათამაშო ბიზნესზე აქციზის გადასახადების ზრდის ხარჯზე. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უწყებების ხარჯების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.